პიცა ხორცით

  11:19:31     09-11-2011

მასალა:

საფუარი  - 5 გრ
ფქვილი  - 175 გრ
პომიდორი  - 100 გრ
ყველი  - 150 გრ (მშრალი)
ზეითუნის ზეთი  - 20 მლ
ოხრახუში  - გემოვნებით
ძროხის ხორცის ფარში  - 200 გრ
ბულგარული წიწაკა  - 2 ცალი (ტკბილი)
კეტჩუპი ან ტომატის პასტა  - 50 გრ

პიცაში მთავარია ცომი,უნდა გავაკეთოთ თხელი ცომი. გულსართი შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი. ფქვილს შევურიოთ საფუარი, თან ვურიოთ და თან დავამატოთ თბილი წყალი და ზეითუნის ზეთი. ვზილოთ ცომი 2-3 წუთის განმავლობაში. გადავაფაროთ რამე და დავდგათ თბილ ადგილას 40 წუთით. სანამ ცომი ამოდის მოვამზადოთ გულსართი. ფარში შევბრაწოთ. პომიდორი დავჭრათ თხლად. წიწაკა დავჭრათ პატარა ნაჭრებად. გავხეხოთ ყველი. ცომი გავაბრტყელოთ 30 სმ დიამეტრის სისქეზე. ცომის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 5 მმ. ზემოდან წავუსვათ კეტჩუპი ან ტომატის პასტა. დავადოთ პომიდორი, ფარში და წიწაკა და ცოტა მწვანილი(გემოვნებით). დავაყაროთ ზემოდან ყველი, რაც უფრო მეტია მით უკეთესია. შევდგათ ღუმელში 15 წუთით. ტემპერატურა უნდა იყოს მაღალი — 220 С°.