აჭარული ხაჭაპური
11:16:24     09-11-2011
მასალა:
ფქვილი - 100 გრამი
რძე - 50 გრამი (შეიძლება წყალი)
საფუარი - 2 გრამი
ყველი - 35 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
კარაქი - 20 გრამი
ხაჭო - 40 გრამი
ცომის მოსამზადებლად საჭიროა 2 ჩაის ჭიქა რძე ან წყალი, გავათბოთ , გავხსნათ მასში საფუარი, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. მოვამზადოთ ყველის გულსართი. ამისათვის ავიღოთ ყველი, დავჭყლიტოთ, ავურიოთ კვერცხი, (შეიძლება ხაჭოც). როცა ცომი კარგად ამოვა, მოვჭრათ დაახლოებით 200 გრამი, გავაბრტყელოთ 2-3 სანტიმეტრის სისქემდე, მივცეთ მოგრძო ფორმა, დავდოთ ყველის შიგთავსი ისე, რომ ირგვლივ სამი სანტიმეტრი ცარიელი დარჩეს. შემდეგ გადავაფაროთ ნაპირები ყველის შიგთავსს და დავდოთ თუნუქის ფურცელზე. ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი და შევდგათ აირღუმელში. როდესაც შეწითლდება, შუაგულში ჩავახალოთ მთლიანი კვერცხი და კიდევ გავაჩეროთ ღუმელში 2-3 წუთი. შემდეგ დავადოთ კარაქის ნაჭერი.