ვერდის უკვდავი ოპერა
11:45:58     08-11-2011
ნაბუქო (იტალ. Nabucco, შემოკლება ნაბუქოდონოსორისა, Nabucodonosor) — ჯუზეპე ვერდის იტალიურენოვანი ოპერა. შეიქმნა 1841 წელს, ხოლო პრემიერა 1842 წლის 9 მარტს მილანში, ლა სკალას თეატრში შედგა. ოპერის ლიბრეტო ეკუთვნის თემისტოკლე სოლერას (1815-1878).
ოპერის თემას, ერთის მხრივ, წარმოადგენს ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელი ერისა და მათი თავისუფლების დევნა, ხოლო მეორე მხრივ კი, ნაჩვენებია სულიერი გარდატეხა მთავარი გმირისა, ნაბუქოდონოსორისა – იგი, თავდაპირველად, თავს ღმერთად აცხადებს და ამის გამო სიგიჟით ისჯება ღვთის მიერ; საღი გონება მას მხოლოდ მას შემდეგ უბრუნდება, რაც ებრაელთა ღმერთის უზენაესობას აღიარებს.