პოლონური ხალხური ცეკვა „მაზურკა“
11:44:44     08-11-2011
მაზურკა – (პოლ. mazurek) პოლონური ხალხური ცეკვაა. მე–19 საუკუნეში, მეტწილად ფრედერიკ შოპენის დამსახურებით ის სამეჯლისო ცეკვა გახდა. სახელწოდება მომდინარეობს პოლონეთის ოლქის მაზოვიის მაცხოვრებლების სახელწოდებიდან (მაზურები). პოლონეთის ეროვნული ჰიმნი წარმოადგენს მაზურკას.
მე–19 საუკუნის შემდეგ, მრავალმა კომპოზიტორმა განავრცო მაზურკა და თავისი წვლილი შეიტანა მის პოპულარიზაციაში. ფრედერიკ შოპენმა შექმნა 50–მდე მაზურკა ფორტეპიანოსთვის, პეტრე ჩაიკოვსკიმ – 6 ფორტეპიანოსთვის, და ერთი კი თავისი ბალეტისთვის გედების ტბა, ალექსანდრე ბოროდინმა – 2 თავისი მცირე სიუიტისთვის, მიხელ გლინკამ – 2, ასევე ალექსანდრე სკრიაბინმა. საფრანგეთში მაზურკებს შექმნეს კლოდ დებიუსიმ და მორის რაველმა
მაზურკა ფიგურირებს ლევ ტოლსტოის რომანში „ანა კარენინა“, აგრეთვე, ივანე ტურგენევის რომანში „მამები და შვილები“.