სალათი "კოქტეილი კრევეტებისგან"

  10:36:51     08-11-2011

მასალა:

კრევეტები  - 200 გრ
კიტრი  - 4 ცალი
ვაშლი  - 2 ცალი
სტაფილო  - 2 ცალი
ლაიმი  - 1 ცალი (ან ლიმონი)
მაიონეზი  - 200 გრ
მარილი  - გემოვნებით
წიწაკა  - გემოვნებით

გასუფთავებული კრევეტები გავადნოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. კიტრი დავჭრათ გრძელ და თხელ ნაჭრებად. რაც უფრო თხელი იქნება ნაჭრები, მით უკეთესია. სტაფილოც ასევე დავჭრათ თხელ ნაჭრებად.  ვაშლი დავჭრათ ასევე თხელ ნაჭრებად და ზემოდან დავასხათ ლაიმის წვენი რომ არ გაშავდნენ. ზემოდან დავაყაროთ კრევეტები. (რაც უფრო მეტი იქნება მით უკეთესია). დავაყაროთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. დავასხათ მაიონეზი.