რუბენსის ეპოქა
11:16:20     07-11-2011
პეტერ პაულ რუბენსი მე-17 საუკუნის ფლამანდელი მხატვარი, ბაროკოს სტილის წარმომადგენელია.
რუბენსი პეტერ პაული ფლამენდელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა ფლამენდელი ემიგრანტის ოჯახში. 1589 წლიდან რუბენსი ანტგერპენში ცხოვრობდა, სადაც მრავალმხრივი ჰუმანიტარული განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერას სწავლობდა პეიჟასტ ტ. ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად, მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა მიქელ-ანჯელოს, რაფაელის, ტიციანისა და კარავაჯოს შემოქმედებას, იმდროინდელი მხატვრობას.
იშვიათ ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულსა და მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში. ანტვერპენში დამკვიდრების შემდეგ, პირველ ხანებში, ასრულებდა მუნუმ-რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20 წლებს მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი. რომლებშიც მისმა ხელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: ”პერსევსი და ანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება ”, “ მთვრალი სილენე”, “ ამორძალთა ბრძოლა”, “ნადირობის სცენები”, გარნდიოზული დეკორაციები, კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი არისტოკრატებისა და მეფეთა შეკვეთით; კარტონები ხალიჩებისათვის, რომლებზეც გამოსახული იყო სცენები დეციუს მაუსის ცხოვრებიდან. უზარმაზარი სურათები, ანტერპენის იეზუიტების ამსახველი კანოები ლიქსემბურგის სასახლისთვის. გარეგნული ბრწყინვალებით აღბეჭდილი ვირი ტოზოლი არისტოკრატების პორტრეტები. 20წ. ბოლოს, ფლანდრიის მთავრობის დავალებით, რუბენსმა რთული დიპლომატიური მისია შეასრულა, იყო ესპანეთში(1628) ინგლისში (1629-30)-ყველგან განსაკუთრებული პატივისცემითა და დიდებით ხვდებოდნენ.
1626 წ. გარდაიცვალა რუბენსის მეუღლე. 1630 წ. შეირთო მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი, ახალგაზრდა ელენ ფურმანი. რუბენსის სახელმაც ბოლო წლების შემოქმედებაში გაიბრწყინა. ამ დროს რუბენსი ჩამოსცილდა დიპლომატიურ სამსახურს, სასახლის კარს და მთელი თავისი ძალ-ღონე მხატვრობას მიუძღვნა, ეს მისი შემოქმედების უმაღლესი გაფურჩქვნის ხანაა; ყველა სურათს - უმეტესად პორტრეტებს, პეიზაჟებს, მითოლოგიებს, სცენებებს თვითონ ასრულებდა. ელენ ფურმანს ხატავდა ხან შვილებთან ერთად, ხან ცალკე, ხანაც მითოლოგიურ და სარწმუნოებრივი სცენების მონაწილედ.
ამ დროინდელი პორტრეტები, განსაკუთრებით მხატვრის მახლობელი პირების, მოკლებულია გარეგნულ ეფექტებს.უფრო თბილი და ღრმაა დახასიათების მხრივ. ბოლო წლებს მიეკუთვნება აგრეთვე რუბენსის საუკეთესო პეიზაჟების უმეტესობა. მხიარულებითა და სიხალისით აღსავსე სურათები, რომლებზედაც გამოსახულია სცენები სახლის ცხოვრებიდან, მთიური პერსონაჟები და სხვა. დიდი მხატვრული ღირებულება აქვს რუბენსის მრავალრიცხოვან ესკიზებსა და ნახატებს. რუბენსის შემოქმედებას დიდი გავლენა ჰქონდა შემდგომი მთელი ევროპის ფერწერის განვითარებისათვის. რუბენსი გარდაიცვალა 1640 წლის 30 მაისს, ანტვერპენში.