ლურსმნები - გამოხატვის შემოქმედებითი მედიუმი

  11:15:37     07-11-2011

გიუნტერ უეკერი გერმანელი მოქანდაკე, ოპ-არტისტი დაიბადა დასავლეთ გერმანიაში 1930 წელს. ხელოვნებაში განათლების მიღება 1949 წელს დაიწყო ვისმარში. შემდეგ ბერლინ-ვაიენზიში გადადის, ხოლო 1955 წელს კი დიუსელდორფში, სადაც ოტო პანკოკთან სწავლობდა დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში. 1956 წელს დაიწყო თავის ნამუშევრებში ლურსმნების გამოყენება. უეკერი ამ პერიოდში დაკავებულია სინათლის ექსპერიმენტებით, სწავლობს ოპტიკურ ფენომენს.

უეკერი, მაკი და პიენი ერთობლივად იწყებენ მუშაობას შტედელიიკის მუზეუმში, ამსტერდამში, 1962 წელს და პარიზის ნატიფი ხელოვნების სასახლეში "შალონ დე ლუმიერ"დაამონტაჟეს. ამას მოჰყვა სხვა "სინათლის სალონები" კრეფელდსა და ფრანკფურტში. უეკერი სულ უფრო ხშირად იწყებს ლურსმნების გამოყენებას როგორც გამოხატვის შემოქმედებით მედიუმს - მასალა, რომელიც დღემდე მისი შემოქმედების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

1960-იანების დასაწყისში, ის იწყებს ლურსმნების ჩაჭედებას ავეჯში, მუსიკალურ ინსტრუმენტებში და საყოფაცხოვრებო ნივთებში. მოგვიანებით კი, იწყებს ლურსმნების შეხამებას სინათლის თემასთან, რითად ქმნის სერიას სინათლის ლურსმნების, კინეტიკური ლურსმნებისა და სხვა ნამუშევრების.

შუქი და ელექტრობა რჩება მთავარ თემად მის შემოქმედებაში, რასაც ემატება ბუნებრივი მასალა - ქვიშა, წყალი - მის ინსტალაციებში, რამაც შედეგად, სხვადასხვა ელემენტებთან სინათლის, სივრცის, მოძრაობისა და დროის ურთიერთქმედება ასახა.

უეკერის შემოქმედების მწვერვალი მის მიერ 2000 წელს ბერლინში რაიხსტაგის შენობაში სამლოცველო ოთახის დიზაინია.