მსოფლიოს სპეცსამსახურები: დიდი ბრიტანეთის დაზვერვა
11:13:33     07-11-2011
ინგლისის დაზვერვამ ჩამოყალიბება ბრიტანეთის იმპერიის შექმნის პერიოდიდან დაიწყო. უპირველეს ყოვლისა, მისი შექმნა განპირობებული იყო, როგორც ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო და საზღვაო ქვეყნის სახელმწიფო კოლონიალური საგარეო პოლიტიკის მოთხოვნილებით. 1909 წელს დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა იმპერიის თავდაცვის მინისტრს წინადადება მისცა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საფრთხეებზე, რომლებიც გერმანიის დაზვერვიდან მომდინარეობდა და სათანადო რეორგანიზაცია ჩაეტარებინა ეროვნულ სპეცსამსახურში. პრემიერის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა ინსტრუქციები იმპერიის თავდაცვის კომიტეტის საზღვარგარეთის დეპარტამენტში შექმნილიყო საიდუმლო სამსახურების ბიურო, რომლის დაფუძნების თარიღად 1909 წლის 1 ოქტომბერი ითვლება. ახალი უწყების უშუალო შემქნელები იყვნენ კაპიტანი ვერნონ კელი და ლეგენდარული ცალფეხა მეზღვაური კაპიტანი მენსფილდ კამინგი. წორედ ეს უკანასკნელი დაინიშნა საიდუმლო სამსახურების ბიუროს საზღვარგარეთის განყოფილების უფროსად.
SIS–ის (Secret Intelligence Service) დაშიფრვის მიზნით იგი შეყვანილია საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში. მას გააჩნია საზღვარგარეთის 87 რეზიდენტურა და შტაბ–ბინა ლონდონის ვოკსხოლ ბრიდჟ–როუდზე. SIS–ს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელიც ამავდროულად არის საგარეო საქმეთა მინისტრის მუდმივი მოადგილე. ამგვარად SIS–ი ფორმალურად იმყოფება საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტროლის ქვეშ, მაგრამ ამავდროულად მას აქვს პირდაპირი გასვლა ქვეყნის პრემიერ–მინისტრზე და ხშირად მოქმედებს მისი მითითებების მიხედვიდ, ან დამოუკიდებლად.
SIS–ის სტრუქტურაშია ხუთი დირექტორატი. მათ რიცხვში შედიან:
– ადმინისტრაციულ–საკადრო დირექტორატი. დაკავებულია ადმინისტრაციულ–მმართველობისა და კადრების შერჩევისა და გადანაწილების საკითხებით;
– დავალებებისა და სადაზვერვო პროდუქციის დამზადების დირექტორატი. დავალებებს იღებს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებისაგან. ამუშავებს და ანალიზს უკეთებს სადაზვერმო ინფორმაციას, ამზადებს და რეალიზაციას უკეთებს დაზვერვის დანაყოფიდან გასასვლელ დოკუმენტებს;
– რეგინალური კონტროლიორების დირექტორატი. შედგება რამდენიმე რეგიონალურ–გეოგრაფიული ოპერატიული განყოფილებებისგან;
– საგარეო კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების დირექტორატი. ახორციელებს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დამუშავებას და უზრუნველყოფს ინგლისის დაზვერვის მუშაობის უსაფრთხოებას;
– სპეციალური დაზვერვის დირექტორატი. ოპერატიული მუშაობის სათანადო წარმართვისათვის დაზვერვის დანაყოფებს უზრუნველყოფს თანამედროვე ოპერატიულ–ტექნიკური საშუალებებით.
გარდა ამისა არსებობენ: მრჩევლის ჯგუფი საერთაშორისო ურთიეთობების საკითხებში და კავშირის ჯგუფი აშშ–სა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან.
SIS–ს მჭიდრო კავშირები გააჩნია კანადის, ავსტრიის და ახალი ზელანდიის დაზვერვის სამსახურებთან, რომლებიც შექმნილია Intelligence Service–ს დახმარებით და რომელთა თანამშრომლების უმეტესობას მომზადება გავლილი აქვთ ინგლისში.
მთელი ისტორიის განმავლობაში ინგლისის დაზვერვაში მუშაობა ითვლებოდა პრესტიჟულად და იგი ყოველთვის იზიდავდა არისტოკრატიული და შემოქმედებითი ინტელიგენციის ოჯახების წარმომადგენლებს. როგორც წესი პერსონალს დაზვერვისათვის არჩევენ საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში, მედესანტეებში, პოლიციაში, ასევე უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებში (უმეტესად კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებიდან). ითვლება, რომ SIS–ის საკადრო შემადგენლობა შედგება „ჯენტლემენებიდან, რომლებიც კანონებს და ადამიანთა უფლებებს არღვევენ ელეგანტურად“ და ავანტიურისტებისაგან, როგორიც იყვნენ ლეგენდარული თომას ლოურენსი ან სიდნეი რეილი, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობას აწარმოებდნენ ჯერ კიდე მე–19 საუკუნის დასაწყისში. ესენი იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ „დამოუკიდებელი ოპერატიული თანამშრომლების“ იშვიათ კატეგორიას. ამასთან, პირადი შემადგენლობის რაოდენობა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს
უნდა აღინიშნოს, რომ გასული საუკუნის 90–ანი წლების დასაწყისში ჟურნალისტებმა, რომლებმაც თითქოს შეძლეს ამ საიდუმლოს გაგება, დაასახელეს ციფრი – დაახლოებით 3 ათასი SIS–ის თანამშრომელი, რომელთაგან 1200 მუშაობდა ცენტრში. მაგრამ 1994 წლის მარტში დაზვერვის შტატში უკვე თითქოს 2303 თანამშრომელი ირიცხებოდა.
ფაქტიურად ამავე პერიოდამდე (90–ანის შუა წლები), ბრიტანეთის დაზვერმა მოქმედებდა ისე, რომ მას არ გააჩნდა სახელმწიფო სტატუსი და ფაქტიურად ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე და მისი დაფინანსებაც საგარეო საქმეთა სამინისტროდან ხორციელდებოდა.
კანონი “დაზვერვითი სამსახურების შესახებ” დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 1994 წელს მიიღო. მასში პირველად არის მიცემული განმარტება სადაზვერვო საქმიანობაზე, როგორც „დიდი ბრიტანეთის ფორგლებს გარეთ უცხოელების მოღვაწეობასა და მათ ზრახვებზე ინფორმაციების მოპოვება-გავრცელება, ასევე – ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდიანრე სპეციალური ოპერაციების ჩატარება“.
ამ დოკუმენტმა დაადასტურა ისედეც დე-ფაქტოდ არსებული სპეცსამსახურების უფლებები – განახორციელონ სპეცოპერაციები, თუ ისინი მიმართულია დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ და ასევე – თუ მიმართული არიან სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის გახსნისაკენ. გარდა ამისა, კანონი სპეცსამსახურების თანამშრომლებს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან ქვეყნის გარეთ სამსახურეობრივი საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩადენილი დანაშაულისათვის, თუნდაც ეს დანაშაული დასჯადი იყოს მისი დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ჩადენისას. მინისტრებს, რომლების დაქვემდებარებაშიც იმყოფებიან სპესამსახურები, უფელბა აქვთ თავიანთი შეხედულებისამებრ სანქცია მისცენ ისეთ ოპერაციებს, რომლებიც პირად ცხოვრებაში ჩარევის კატეგორიას განეკუთვნებიან. კერძოდ, საუბარია მოსმენებზე, საცხოვრებელ და სამუშაო ფართებში არალეგალურ შეღწევაზე და ა.შ.
კანონით “დაზვერვითი სამსახურების შესახებ” გათვალისწინებულია დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის შექმნა. აღნიშნული ორგანო უფლებამოსილია სპესამსახურების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე, ასევე საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანების განხორციელებასა და ამ კუთხით საქმიოანობაზე უშუალო კონტროლი აწარმოოს. ამასთან კანონში აღნიშნულია, რომ სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ვალდებული არიან უშუალოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, და არა პარლამენტს, წარუდგინონ ყოველწლიური ანგარიში, ასევე სხვა მოხსენებები პირადი შეხედულებისამებრ.
ისტორიიდან:
ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მისი წინამორბედი ჯონ სკარლეტი (2004 წლის აგვისტო – 2009 წლის ნოემბერი) დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნამდე იყო მისი მოსკოვის რეზიდენტურის ხელმძღვანელი. იგი ორჯერ მუშაობდა მოსკოვში, საიდანაც ბოლოს და ბოლოს 1994 წელს გამოაძევეს. დიდი ბრიტანეთის ერთერთ ოფიციალურ დიპლომატიურ ცნობარში აღნიშნულია: „…ჯონ მაკლეოდ სკარლეტი, ოქსფორდის კურსდამთავრებული, დაბადებული 1948 წელს; 1973 – ნაირობი; 1976 – მოსკოვი; 1984 – პარიზი; 1991 – მოსკოვი, ბრიტანეთის იმპერიის წინაშე დამსახურებისათვის დაჯილდოებულია ოფიცრის ორდენით“. კონსპირაციულობიდან გამომდინარე აქ არ არის ნაჩვენები დაჯიდოების წელი მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ეს ჯილდო მიღებილი იყო მოსკოვში ბრიტანეთის შპიონის საქმეზე – საბჭოთა მზვერავ, პოლკოვნიკ გორდიევსკის მიმართ ჩატარებული ოპერაციისათვის.
მაშინ ინგლისელებმა იგი ოსტატურად გადაიყვანეს ლონდონში არალეგალურად სსრკ–ს სახელმწიფო საზღვრის გავლით. ვარაუდობენ იმასაც, რომ სკარლეტს ჯილდო მიანიჭეს იმ ოპერაციების ერთობლიობით, რომლებსაც იგი ხელმძღვანელობდა – მათ შორის სსრკ–დან მიტროხინის არქივის გატანისა და ინჟინერ სინცოვისა და დიპლომატ ობუხოვის გადაბირებისათვის.
Expertclub.ge