„მაკი“ სუში

  10:47:00     07-11-2011

მასალა:

ბრინჯი  - 250 გრ

მარილი ზღვის  - 1/2 ჩ/კ

კიტრი  - 100 გრ

კრევეტები  - 100 გრ

ძმარი  - 70 მლ

შაქარი  - 30 გრ

ორაგული  - 100 გრ

მწვანე წყლის მცენარეები  - 5 გრ

ამ სუშის გულსართი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ზღვის პროდუქტები, მანგო, გოგრა, სპარჟა. პირველ რიგში, ბრინჯი კარგად უნდა გავრეცხოთ, ისე რომ წყალი აღარ იყოს მღვრიე. ამის მერე ჩავალბოთ წყალში 2 საათით. ბრინჯი უნდა ჩავყაროთ ცივ წყალში და ავადუღოთ მაღალ ცეცხლზე. როცა ადუღდება, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ იქნება მზად. (დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში) წყალი უნდა შეიწოვოს ბრინჯმა.

ცხელ ბრინჯში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, ჩავასხათ ბრინჯის ძმარი. გულსართისთვის ავიღოთ ორაგული და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. კიტრიც დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. კრევეტები გავასუფთავოთ. ბამბუკის დასაფენზე დავდოთ ნორის ფურცელი (ნორი არის მწვანე სიფრიფანა ზღვის მცენარე, რაშიც სუშია გახვეული და 40%-ს შეიცავს იოდს). ზემოდან დავადოთ ბრინჯი 3-5 მმ სისქით. მერე დავადოთ გულსართი რიგრიგობით. მაგალითად: კიტრი ორაგულთან ერთად. დავახვიოთ რულონის სახით ბამბუკის დასაფენის მეშვეობით. როცა კარგად შეწებდება, დავჭრათ ნაჭრებად.