ვინ იყვნენ ვარანგები?
10:46:03     05-11-2011
ვარანგები, გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ვიკინგ მოგზაურთა შთამომავლები არიან და დღევანდელი უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის ტეროტორიაზე გამავალი მდინარეების აუზებში სახლობდნენ. საკუთარი შეუპოვრობისა და სიმამაცის გამო ვარანგები ხმელთაშუა ზღვია აუზში ერთ–ერთ საუკეთესო მეომრებად ითვლებოდნენ და სხვადასხვა სახელმწიფოების არმიაში დაქირავებულ მებრძოლებად ირიცხებოდნენ.
მე–11 საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II ვარანგებისგან პირადი გვარდია შექმნა. იმპერატორი არ ენდობოდა ბერძნებს, რომლებიც შესაძლოა კონსტანტინოპოლის მუხანათური ინტრიგებისა და ორგული ფეოდალების მსხვერპლი გამხდარიყვნენ. შემდგომი ორი საუკუნის მანძილზე ვარანგები ბიზანტიის არმიის ელიტაში იყვნენ. ისინი მძიმედ იყვნენ შეიარაღებულნი და ბრძოლის დროს იყენებდნენ დიდ საომარ ნაჯახებს. იმ დროის სკანდინავიურ ისტორიულ ჩანაწერებში ჩანს, რომ მრავალი ადგილობრივი ტოვებდა სამშობლოს, რათა ბერძნებს შორის ებრძოლა და დაღუპულიყო. მსგავსად რომაული პრეტორიელებისა, ვარანგების მზე იმპერიის დასუსტებასთან ერთად ჩაესვენა.
Armada.ge