ტროპიკული კოქტეილი

  09:45:28     05-11-2011

მასალა:

  მანგო  - 1 ცალი
  კივი  - 1 ცალი
  ანანასის წვენი  - 200 მლ

ავიღოთ მანგო და კივი. გავრეცხოთ , გავასუფთავოთ და დავჭრათ. ჩავდოთ ბლენდერში და ავთქვიფოთ. დავასხათ ანანასის შეციებული წვენი და კარგად ავურიოთ. დავასხათ ჭიქებში და ჩავდოთ ყინული.