Valkiri (სამხრეთ აფრიკა)

  11:24:08     04-11-2011

Valkiri (Valkyrie) მრავალჯერად სარაკეტო სისტემაზე მუშაობა დაიწყო ადრეულ 1980-იან წლებში. 1982 წელს კი დანადგარი სამხრეთ აფრიკის არმიის შეიარაღებაში მიიღეს. იმავე წელს Valkiri-მა ანგოლაში საბრძოლო ნათლობაც მიიღო. დანადგარს ზოგჯერ Valkiri Mk.1 22-ის სახელითაც მოიხსენიებენ. Valkiri-ის დიზაინში საბჭოთა BM-21 Grad-ის ელემენტები იგრძნობა. ეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა ეფუძნება SAMIL 20-ის ტიპის მსუბუქი და მობილური სატვირთო მანქანის შასის. დანადგარის დიზაინში ერთი საინტერესო და ჭკვიანური გათვლაა გაკეთებული-დანადგარის ბატერეას თავზე დამონტაჟებული აქვს რამოდენიმე რკინის რკალი, რომელზე ბრეზმენტის გადაფარების შემთხვევაში მრისხანე დანადგარი უწყინარ სამოქალაქო სატვირთოდ გადაიქცევა.

Valkiri-ს აქვს 24 ცალი 127 მმ-იანი ლულა. სტანდარტული რაკეტა სიგრძეში 2.68 მ-ია და იწონის 53 კგ-ს. დანადგარი გათვლილია ცოცხალი ძალების და დაუჯავშნავი ან მსუბუქად დაჯავშნული ტექნიკის გასანადგურებლად. Valkiri-ის რაკეტები ისეა გათვლილი, რომ მისი საბრძოლო თავი (რომელიც კასეტური ელემენტებითაა აღჭურვილი) სამიზნესთან ძალიან ახლოს ფეთქდება. დანადგარის ერთი სრული ზალპი 1500 კვადრადტულ მეტრ ფართობს ამუშავებს. სროლის დიაპაზონი 8-დან  23 კმ-მდე მერყეობს. Valkiri-ის დატენვა ხელით ხორციელდება. ეკიპაჟის ორი წევრი დანადგარის სრულ დატენვას 10 წუთს ანდომებს. დამატებით 48 რაკეტას დამხმარე მანქანა ეზიდება. Valkiri-ების ერთი ბატარეა 8 დანადგარისგან შედგება, მათ შორის ცეცხლის კონტროლის მანქანაც შედის.

რაკეტის დამიზნება მარტივი პანორამული ხედვით ხდება. სროლის მონაცემებს ცეცხლის მართვის მაკონტროლებელი მანქანა ამზადებს. ზალპის განხორციელება ეკიპაჟს დისტანციურად ან ხელით შეუძლია განახორციელოს. Valkiri-ი აღჭურვილია 6 ლიტრიანი დიზელის ძრავით, რომელიც 99 ცხენის ძალას ანვითარებს. დანადგარი ასევე აღჭურვილია ცენტრალური საბურავის წნევის სისტემითაც.

armada.ge