კავშირგაბმულობის ანტენები- BWA ჯარისკაცთა უნიფორმის განუყოფელი ნაწილი ხდება
11:23:21     04-11-2011
იმისათვის რომ ჯარისკაცი ბრძოლის ველზე აღიჭურვოს სრულიად საიმედო და ეფექტური კავშირგაბმულობით, ანტენებს მათ ჩაუკერებენ პორდაპირ უნიფორმის ქსოვილში. თანამედროვე არმიისათვის კავშირგაბმულობა აუცილებლობას შეადგენს.ჯარისკაცებს შორის კავშირის დამყარება დღეს ხდება სხვადასხვა ტიპის ანტენებით, რომლებიც ასუსტებს ჯარისკაცის ნაკლებშემჩნევადობას.ასევე მათ მუშაობაზე ასპროცენტიანი ნდობა არ შეიძლება.
მაგალითად,პორტატული რადიო მიმღების სიგნალი შეიძლება შეაფერხოს მეომრის სხეულმა და მისმა ამუნიციამ.ამ პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობენ BAE Systems-ის სპეციალისტები. პროექტმა «ტარებადი ანტენები» (Body Wearable Antennas, BWA) უნდა უზრუნველყოს ჯარისკაცის 360-გრადუსიანი, უწყვეტი და საიმედო კავშირი თანამებრძოლებთა:ამისათვის ანტენები ჩაიქსოვება ჯარისკაცის უნიფორმაში.
უკვე შექმნილი სამუშაო პროტოტიპები ახდენენ იმის დემონსტრირებას რომ, მათ შეუძლიათ არა მარტო საიმედო კავშირის დამყარება თანამებრძოლთან,არამედ გადასცეს ასევე ხმოვანი და ვიდეოინფორმაცია მებრძოლის ჩაფხუტზე დამაგრებული მიკროფონისა და ვიდეო კამერის საშუალებით,ასევე GPS-ნავიგაციის მონაცემები. ფაქტიურად,საჭირო მომენტში მეომარს შეუძლია ნახოს ბრძოლის ველის სურათი თავისი თანამებრძოლის «თვალებით»,ან გადასცეს მას ბრძოლის სურათი თავისი საკუთარი პოზიციიდან.
გამოსახულება აისახება ჩვეულებრივი სმარტფონზე რომელიც მებრძოლს დამაგრებული აქვს მაჯაზე. სპეციალური პროგრამა ეკრანზე აჩვენებს იმ ადგილის რუქას სადაც მეომარი იმყოფება,ასევე აჩვენებს სხვა თანამებრძოლების ადგილმდებარეობას,სიტუაცია აისახება დინამიურად და მუშაობს რეალური დროის რეჟიმში.
სენსორულ დისპლეიზე შესაძლებელია ბრძოლისათვის საჭირო ობიექტების მონიშვნა – უსაფრთხო თავშესაფარი ან პირიქით,პოტენციურად საშიში ობიექტები.
armada.ge