ჟან-პიერ ნორბლენი და მისი შემოქმედება
10:55:16     04-11-2011
ჟან-პიერ ნორბლენ დე ლა გურდენი წარმოშობით ფრანგი, პოლონელი მხატვარი, კალიგრაფი, გრავიორი და კარიკატურისტია. ის პოლონური ჟანრული ფერწერის ერთ-ერთი დამაარსებლად ითვლება.
1774-1804 წლებში, ცხოვრობდა პოლონეთ-ლიტვაში. მან აქ დიდი წარმატება მოიპოვა. ნორბლენს შეკვეთებს აძლევდნენ პოლონეთის ყველაზე გავლენიანი ოჯახები, რის გამოც ის პარიზში არ დაბრუნებულა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე.
მისი შემოქმედება და სტილი განიცდიდა ანტუან ვატოს გავლენას და როკოკოს ტრადიციითა და ჟურნალისტური აკურატულობით ასახავდა ყოველდღიური ცხოვრებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების პანორამებს. შექმნილი აქვს თანამეგობრობის ბოლო წლების ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლების პორტრეტთა გალერეა. ამის გამო, ნორბლენი პოლონეთის განმანათლებლობის ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხატვრად ითვლება.