დუდლი – არაფოკუსირებული ნახატი

  10:54:21     04-11-2011

დუდლი არის ესკიზის სახეობა, არაფოკუსირებული ნახატი, რომელსაც ადამიანი, ძირითადად, ქმნის ყურადღების სხვა რამეზე მიქცევისას. დუდლები მარტივი ნახატებია, რომელთაც აქვთ რამე კონკრეტული მნიშვნელობა, ან სულაც რაღაც აბსტრაქტული ფორმები.

დუდლის მაგალითი არის ჩანახატები სკოლის რვეულებში. აგრეთვე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისას პასტით ან ფანქრით გაკეთებული ჩანახატი.

დუდლების პოპულარული სახეობები არის - სკოლის მასწავლებლების ან თანაშემწეების, ცნობილი ტელე-სახეების ან კომიკოსების კარიკატურები.

სიტყვა დუდლი პირველად გამოჩნდა XIX ს-ში სულელურის ან გულუბრყვილობის აღსანიშნავად. აქედან მოდის გერმანული dudeln (თამაში). აგრეთვე dudeln-ის ვარიაციები Dudeltopf, Dudentopf, Dudenkopf, Dude და Dödel.