იოჰანეს იტენი – შვეიცარიელი მხატვარი

  10:53:39     04-11-2011

იოჰანეს იტენი შვეიცარიელი მხატვარი, დიზაინერი, მწერალი და ხელოვნებათმცოდნე 1888 წელს დაიბადა. ის ასწავლიდა ბაუჰაუზის სკოლაში.

დაიბადა ზუდერნ-ლინდენში, შვეიცარიაში. 1904-08 წლებში სწავლობდა დაწყებითი სკოლის მასწავლებლის სპეციალობით. 1908 წელს, ფრიდრიხ ფრობელის მეთოდებს გაეცნო და ფსიქოანალიზის იდეებს ეზიარა. მოგვიანებით, ჟენევის ნატიფი ხელოვნების სკოლაში სწავლობს, თუმცა მალევე ბერნში ბრუნდება, იქაური სწავლების მეთოდებით იმედგაცრუებული. იტენი ბერნ-ჰოფვილის მასწავლებელთა აკადემიაში, ერნსტ შნაიდერთან გაცილებით პროდუქტიული აღმოჩნდა, რამაც გავლენა იქონია შემდგომში, ბაუჰაუზში მისი მასწავლებლობის დროს შექმნილ ნახატებზე.