„უკვდავი მთვრალი“ - თომას ვულფი
14:36:39     03-11-2011
1900 წლის 3 ოქტომბერს ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქ ეშვილში დაიბადა ცნობილი ამერიკელი მწერალი, პოეტი, ესეისტი და დრამატურგი თომას ვულფი (Thomas Clayton Wolfe).
მომავალი მწერალი ოჯახში მერვე ყოფილა. ერთი ძმა 10 წლის ასაკში გარდაცვლია. თომასის დედა მამამისის მეორე ცოლი გახლდათ. მამა ქვისმთლელი გახლდათ. უყვარდა სმა და ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა ცოლთან. ეშვილი საკურორტო ზონაში იყო და ფილტვების დაავადებებით სნეული ადამიანები დადიოდნენ სამკურნალოდ. მომავალი მწერლის დედას პატარა სასტუმრო ჰქონია.
თხუთმეტი წლის ასაკში ჩააბარა უნივერსიტეტში. შეისწავლიდა სამართალს. 1920 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. გადაწყვიტა დრამატურგი გამხდარიყო. ჩააბარა ჰარვარდის უნივერისტეტში, იქ კარგი სკოლა იყო დრამატურგიის.
სამი წლის მერე გაემგზავრა ნიუ-იორკში, თან ჰქონდა თავისი პიესები. თუმცა პროდიუსერები ვერ დააინტერესა.
1924-1930 წლებში კითხულობდა ინგლისური ლიტერატურის კურსს ნიუ-ორკის უნივერისტეტში, თან წერდა. რამდენჯერმე იმოგზაურა ევროპაში.
1925 წელს შეუყვარდა ალინა ბერნსტაინი, რომელმაც დაარწმუნა დაეწერა ავტობიოგრაფიული რომანი. მისი პირველი რომანი კრიტიკამ თბილად მიიღო. 1930 წელს დაშორდა ალისას და გაემგზავრა ევროპაში. დიდი დეპრესიის წლებში (1929-1933) ბრუკლინში ცხოვრობდა. მისი შემდეგი ნაწარმოებებიც ძალიან პოპულარული გახდა. მათში კრიტიკოსები მისი ცხოვრების თავგადასავლებს ხედავენ.
1938 წლის ზაფხულში იმოგზაურა ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც დაავადდა პნევმონიით. დაავადებამ გამოიწვია ინფექცია და დაუზიანა ტვინი. 1038 წლის 15 სექტემბერის დიდი მწერალი გარდაიცვალა.
უკვდავი სიმთვრალე
(თარგმნა ლელა სამნიაშვილმა)
უკვდავო სიმთვრალევ!
რა საზღაური უნდა მოგაგოთ,
რა სიმღერა უნდა დავჭექოთ,
როგორი ხოტბა უნდა შეგასხათ
იმისათვის, რომ მოგვანიჭე სიხარული, სიყვარული, თავდავიწყება,
ჩვენ, ვისაც წილად გვხვდა სიჭაბუკე და შიმშილი ამერიკაში?!
ჩვენ ვართ ისე განწირულები, დაკარგულები, მარტოები - ამერიკაში.
გიგანტური, ველური ცა თავსზემოთ ელავს
და ჩვენთვის მას - კარი არა აქვს.
მაგრამ უკვდავო სიმთვრალევ,
ჩვენს სიჭაბუკეში შემოაღწიე,
როცა ჩვენი გულები თითქმის ამოჭამა უიმედობამ,
ჩვენი სულები შეშალა ძრწოლამ
და სირცხვილით დაიხარა ჩვენი თავები.
შენ მოხვედი გამარჯვებისთვის,
ველური რიტმით რომ ამოგევსო ჩვენი ცხოვრება,
რომ ჩამწყდარი ხმები ჭექით ამომსკდარიყო,
რომ დაგვენახა: ამ უთვისტომო, ხრიოკ მიწაზე,
ამ გიგანტურ, უკაცრიელ ზეცის ნაკადში,
უზარმაზარი ქალაქების სიმარტოვეში,
ბრბოს შეუწყვეტელ ნიაღვარში
სიჭაბუკე გაგვიძღვებოდა სიმდიდრისკენ, სახელისკენ, სიყვარულისკენ,
პოეზია სულებს სისწრაფეს მიანიჭებდა
და ვიბრძოლებდით, ვიბრძოლებდით,
ვიდრე სიცოცხლე ტრიუმფით არ გაბრწყინდებოდა.
და ჯადოქარო სიმთვრალევ,
რა ვქნათ, თუ ჩაიარა ათასმა წყალმა,
თმა გაგვცვივდა, დაგვიმძიმდა ყველა კიდური
და ძვალზე კანი დაგვეჭმუჭნა, ჩამოგვეკონკა...
შენ ხომ მუსიკით, პოეზიით მოხვედი ჩვენთან,
როცა ვიყავით ოცი წლისანი,
როცა ღამით, შინ მიმავალნი, ძილს ვუფრთხობდით
ბებერი მთვარით განათებულ ბოსტონის ქუჩებს;
და მეგობრების, ჩვენი მკვდარი ძმობილების შეძახილები
გაყუჩებულ მოედნებზე იყო ნამდვილი ჭექა-ქუხილი:
“შენ ხარ პოეტი და შენია მთელი სამყარო!"
და გამარჯვება, სიხარული, რწმენა, სინაზე
სისხლთან ერთად ძარღვებში გვენთო
და ასე, მთვრალი შეძახილებით
წინ მივიწევდით
და იგივე შეძახილი გვიბრუნდებოდა
მთვარიანი ბოსტონის ციდან
და სულ ეს იყო, რაც ვიცოდით:
ჩვენ ვიყავით მთვრალები და ოცი წლისანი
და ჩვენში ჩქეფდა პოეზიის ძალა
და ჩვენს წინ - მთელი სამყარო
დიდებისთვის გადაშლილიყო;
რადგან ვიყავით ჭაბუკები და მთვრალები
და უკვდავები!