ქათმის მკერდი სოუსში

  11:52:21     03-11-2011

მასალა:

ზეთი  - 30 მლ
არაყი  - 100 მლ
მარილი  - 1/2 ჩ/კ
ქათმის მკერდი  - 700 გრ
წიწაკა ტკბილი  - 1 ცალი
ნაღები  - 300 მლ (20-22%)

ქათმის მკერდი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. შევბრაწოთ ორივე მხრიდან. ქათამში ჩავასხათ არაყი და მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. დავამატოთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და მარილი. რამოდენიმე წუთის შემდეგ ჩავასხათ ნაღები, მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, სანამ სოუსი არ გასქელდება.