ტორტი "red velvet"

  11:44:52     03-11-2011

მასალა:

ბისკვიტის ცომისთვის:
კვერცხი  - 4 ცალი
შაქარი  - 100 გრ
ფქვილი  - 60 გრ
კრახმალი  - 20 გრ
კაკაო  - 30 გრ
კარაქი  - 30 გრ
საღებავი  - 1 ჩ/კ
კრემი:
ნაღები  - 300 მლ (33%)
შაქარი  - 2 ს/კ
მოსართავად:
შოკოლადი  - 100 გრ (თეთრი)
ხილი  - 100 გრ (მარწყვი ან ჟოლო)

ავთქვიფოთ 4 კვერცხის გული 50 გრ შაქართან ისე რომ გამოგვივიდეს თეთრი კრემი.

ცილა ავთქვიფოთ სანამ არ მივიღებთ მკვრივ ქაფს, მანდვე დავამატოთ დარჩენილი 50 გრ შაქარი და ავთქვიფოთ. ათქვეფილი ცილა და გულები ერთმანეთში ავურიოთ. ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი კრახმალთან და კაკაოსთან ერთად. ფრთხილად ავურიოთ კოვზით კიდეებიდან ცენტრისკენ. ნელ-ნელა კიდეებზე ჩავასხათ გამდნარი კარაქი და საღებავი, ავურიოთ. ფორმას წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ ფქვილი. ჩავასხათ ცომი ფორმაში და გამოვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. როცა ბისკვიტი გამოცხვება გავაჩეროთ 5 წუთი და ამოვიღოთ ფორმიდან. ბისკვიტი გავაჩეროთ 8 საათი ლითონის ბადეზე,რომ კარგად გამოშრეს.

მოვამზადოთ კრემი:
ავთქვიფოთ 300 გრ ნაღები შაქართან ერთად. გავჭრათ ტორტი ორ ნაწილად და წავუსვათ კრემი. დავაფაროთ ტორტის მეორე ნაწილი და გარედანაც მთლიანად წავუსვათ კრემი. დავაყაროთ ზემოდან გახეხილი თეთრი შოკოლადი. მირთმევის წინ მოვრთოთ ხილით.