კომბოსტოს და ბულგარული წიწაკის სალათა
10:45:47     02-11-2011
მასალა:
კომბოსტო - 500 გრ
კიტრი - 1 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
ხახვი - 1 თავი
ზეთი - 4 ს/კ
ლიმონის წვენი - 1/2
სანელებლები - გემოვნებით
ოხრახუში - გემოვნებით
კომბოსტო დავჭრათ წვრილ ღერებად,
კიტრი პატარა კუბიკებად ან ღერებად. სტაფილო გავხეხოთ მსხვილ
სახეხზე. ბულგარულ წიკაკას გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ ნახევარრგოლებად.
ხახვი დავჭრათ, მოვშუშოთ ზეთში და გავაციოთ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული ერთმანეთს შევურიოთ, დავასხათ ლიმონის წვენისა და მაიონეზის ნარევი და დავუმატოთ სანელებლები. სუფრაზე მიტანის წინ მოვრთოთ ოხრახუშის ღერებით.