Navy Seal - ელიტური ქვედანაყოფი

  11:25:23     01-11-2011

Navy Seal სწორედ ის ქვედანაყოფია, რომელმაც ბინ ლადენის განადგურების ოპერაცია განახორციელა. შენაერთის სახელწოდება ინგლისურად სელაპს ნიშნავს, მაგრამ სინამდვილეში ზღვის, ჰაერისა და ხმელეთის აბრევიატურას წარმოადგენს. სელაპების აუცილებლობა ჯონ კენედიმ შენიშნა 1961 წელს – ვიეტნამში თანდათან ღვივდებოდა კონფლიქტი, რომლის ესკალაციის შესაჩერებლად კი ჩვეულებრივი სამხედრო ტაქტიკა საკმარისი აღარ იყო.

უკვე რამდენიმე წელიწადში სილ თიმ 6 უკვე აქტიურად მონაწილეობდა ვიეტნამის კონფლიქტში. ნებრასკელი სენატორი ბობ კერი 1966–1969 წლებში სილ თიმის რიგებში იბრძოდა ვიეტნამში. სელაპებს მას შემდეგ პრაქტიკულად არც ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო კონფლიქტი არ გამოუტოვებიათ ამერიკის მონაწილეობით – ერაყის ორივე ომი, ბოსნია, ავღანეთი, ერაყი, აგრეთვე სტრატეგიული ოპერაციები გრენადასა და პანამაში.

ბინ ლადენის მოკვლამდე, ბოლო ცნობილი ოპერაცია სელაპებმა 2009 წელს ჩაატარეს, როდესაც სომალელი მეკობრეებისგან გემი გამოიხსნეს. სილ თიმ 6 პროფესიონალიზმის გარდა იმითაც არის ცნობილი, რომ გუნდში ჰყავთ ძაღლი, რომელმაც საკუთარი წვლილი ტერორიზმთან ბრძოლაში პაკისტანში ჩატარებულ ოპერაციის დროსაც შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციით გერმანული ნაგაზი არც სილ თიმის წევრების პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრისას გამოუტოვებიათ.

armada.ge