ხორცის რულეტი კვერცხით

  10:37:16     01-11-2011

მასალა:

ლორი  - 100 გრ
ფარში  - 1 კგ (შერეული)
ხახვი  - 1 ცალი
კვერცხი  - 5 ცალი
პური  - 1 ცალი
წიწაკა  - გემოვნებით
მარილი  - გემოვნებით

დავჭრათ ლორი კუბიკებად და შევბრაწოთ. შემდეგ ჩავყაროთ ხახვი, მოვშუშოთ და დავამატოთ ოხრახუში. ამასობაში მოვხარშოთ კვერცხები. მოვამზადოთ ფარში. პური, კვერცხი,წიწაკა და მარილი შევურიოთ, დავამატოთ მოშუშული ხახვი და ლორი და კარგად ავურიოთ. ფორმაში ჩავდოთ ალუმინის ფოლგა და ჩავდოთ ფარშის ნაწილი. მოხარშული კვერცხი გავფცქვნათ და მთლიანად ჩავძიროთ ფარშში. ზემოდან დავადოთ დარჩენილი ფარში.რულეტი ჩავდგათ გაცხელებულ ღუმელში 35 წუთით. ზემოდან შეიძლება დავფაროთ ფოლგა და ბოლოს ავხადოთ, რომ შეწითლდეს. ამ რულეტის მირთმევა შეიძლება ცივიც.