რაჯი რავი ვარმა – ინდური ეპოსის მხატვარი

  10:26:27     01-11-2011

რაჯა რავი ვარმა ინდოელი მხატვარია, რომელმაც სახელი გაითქვა მაჰბჰარატასა და რამაიანას ეპოსის სცენების აღწერით. მისი ფერწერული ტილოები ინდური ტრადიციისა და ევროპული აკადემიური ხელოვნების შერწყმის საუკეთესო ნიმუშებად არის აღიარებული.

მის ყველაზე განთქმულ ნამუშევრებზე აღბეჭდილია ულამაზეს სარიში გამოწყობილი გრაციოზული ქალბატონები. რავი ვარმა მაჰარაშთრას ქალაქ ბომბეიში ცხოვრობდა რამდენიმე წელი და მრავალი ულამაზესი მაჰარაშთრელი ქალი ჰყავს დახატული. დასავლეთმა ის გაიცნო ვენის ხელოვნების გამოფენაზე 1873 წელს, სადაც რავის ნამუშევრებს პირველი პრემია ერგო. რავი ვარმა საყოველთაოდ მიჩნეულია, როგორც ინდოეთის ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი.