300 სპარტელი

  12:45:03     31-10-2011

300 სპარტელი ის ადამიანები იყვნენ რომლებიც 7 წლისას დედას შორდებოდნენ,შემდეგ კი საწრთვნელად მიჰყავდათ.მათ გაუძლეს ყველა გამოცდას, რის შემდეგ სპარტას და მსოფლიოს უძლიერესი მეომრები გახდნენ. თერმოპილესთან ბრძოლაში მგამოავლინეს როგორც მამაცობა და სიძლიერე, ასევე მოხერხებულობაც. მეცნიერთა და მემატიანეთა თქმით, ქსერქსეს 1 000 000 კაცი ჰყავდა თავისი სპილოებით და იმ დროისთვის თანამედროვე ტექნიკით.ასეთ დამანგრეველ ძალას ისეთი ზიანი მიაყენა 300_მა სპარტელმა და 1000 კაციანმა მოკავშირეთა რაზმმა რომ ქსერქსე იძულებული გახდა უკან დაეხია, რომ არა სპარტელების ღალატი.. 300 სპარტელი ბრძოლის ველზე დაეცა.

სპარტელების შეიარაღება

სპარტელები მძიმედ შეიარაღებულ მებრძოლი ძველ საბერძნეთში. რომელიც ჯარის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა. ბერძნულ განლაგება ფალანგაში სწორედ ჰოპლიტთა მძიმედ აღჭურვილი სპარტელები შედიოდა. ისინი შეიარაღებულნი იყვნენ 2–3 მეტრის შუბებით და მოკლე 60 სანტიმეტრიანი ხმლით.სპარტელის დაცვას უზრუნველყოფდა: აბჯარი, მუზარადი, სამუხლეები და ფარი. ფარს „ჰოპლონი“ ერქვა ის სპარტელის მთელ ტანს ფარავდა.

სპარტელ მეომარს ბრინჯაოს აბჯარი ემოსა, რომელიც ზოგჯერ ტყავით და ტილოთი იყო დაფარული.სპარტელების თავს ხშირად კორინთული ტიპის მუზარადი ამშვენებდა რომელიც კარგად უზრუნველყოფდა სპარტელის: თავის ქალის, ცხვირის, ლოყების, ყურებისა და კისრის დაცვას.მუზარადი მორთული იყო ცხენის ძუისაგან დამზადებული მოსართავებით.სპარტელის მუხლებს სამუხლეები იცავდა, ხოლო ფეხზე სანდლები ეცვა.

armada.ge