ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი აშშ–ში გაემგზავრება

  12:16:07     31-10-2011

თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი საგასტროლოდ აშშ–ში ხვალ მიემგზავრება. როგორც ცნობილი ხდება, სააგენტო „ჯი–ეიჩ–ენის“ ცნობით, საბალეტო დასთან ერთად, მონაწილეობას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირეიჟორი ჯან ლუკა მარჩიანო და ორკესტრის მუსიკოსებიც მიიღებენ. დასი სპექტაკლებს 5–6 ნოემბერს გამართავს. მაყურებელი იხილავს ალექსეი რატმანსკის ბალეტებს "ვარიაციები", "მანიერიზმის მშვენიერებანი" და "სიზმრები იაპონიაზე"...