ყაბაყის ხიზილალა
11:09:39     31-10-2011
მასალა:
ყაბაყი - 1300 გრ
ბულგარული წიწაკა(წითელი) - 2 ცალი
პომიდორი - 300 გრ
ხახვი - 2 თავი
რეჰანი - 10 გრ
ოხრახუში - 5 გრ
ნიორი - 1 კბილი
შაქარი - 1 გრ
ზეითუნის ზეთი - 70 მლ
კინძი - 5 გრ
კამა - 5 გრ
მარილი - 1 ჩ/კ
სტაფილო - 200 გრ
ყაბაყი გავრეცხოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ კუბიკებად. სტაფილო და ბულგარული წიწაკაც ასევე დავჭრათ კუბიკებად. პომიდორს მოვაცალოთ კანი და ასევე დავჭრათ კუბიკებად. ხახვი გავფცქვნათ და დავჭრათ. გავაცხელოთ ტაფა და დავასხათ ზეთი. ყაბაყი მოვშუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში, თან ვურიოთ. როცა მოიშუშება გადავდგათ გვერდზე.
მეორე ტაფაზე, სასურველი ღრმა იყოს, დავასხათ ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. ნელ-ნელა დავამატოთ სტაფილო, პომიდორი ბულგარული წიწაკა და ვშუშოთ 20 წუთის განმავლობაში. სანამ ბოსტნეული იშუშება დავჭრათ მწვანილი: ოხრახუში, რეჰანი, კინძი,კამა და ნიორი. დავამატოთ მოშუშულ ბოსტნეულში და გავაჩეროთ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მოშუშულ ბოსტნეულში დავამატოთ ყაბაყი. დავაყაროთ მარილი და შაქარი. ეს ყველაფერი დავდგათ ცეცხლზე და გავაჩეროთ 10 წუთი.