გარგარის ნამცხვარი "ტატენი"
11:07:09     31-10-2011
მასალა:
ცომი:
კარაქი - 100 გრ
ფქვილი - 200 გრ
მარილი - მწიკვი
წყალი - 5 ს/კ (გაყინული)
გულსართი:
კარაქი - 25 გრ
შაქარი - 100 გრ
გარგარი - 600 გრ
ცომისთვის კომბაინში ჩავდოთ 100 გრ კარაქი და 200 გრ ფქვილი,დავაყაროთ 1 მწიკვი მარილი და ავთქვიფოთ საშუალო ნაფხვენებამდე.დავამატოთ 5 ს/კ გაყინული წყალი და მოვზილოთ სანამ ცომი არ დაიწყებს მიწებებას. მომზადებული ცომი სწრაფად გავაბრტყელოთ საკონდიტრო ქაღალდზე, მოყრილი ფქვილით. შევახვიოთ რულონის სახით და შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი. კარაქი გავადნოთ ფორმაში სადაც უნდა გამოვაცხოთ ნამცხვარი. დავამატოთ 100 გრ შაქარი და დაველოდოთ სანამ არ გამუქდება, ოღონდ ისე რომ არ ვურიოთ. გაციებულ კარამელზე დავალაგოთ შუაზე გაჭრილი გარგარი.( 600 გრ) დავაფაროთ ისინი ცომით და შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე 30 წუთით. ნამცხვარი ამოვიღოთ ფორმიდან და გადმოვატრიალოთ , როცა სიროფი შეწყვეტს დუღილს.