ჩინეთის სპეცსამსახურები
12:07:15     29-10-2011
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეცსამსახურების საწყისები 1928 წლიდან იწყება. ზუსტად მაშინ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან შეიქმნა პარტიული დაზვერვა – საბჭოთა მთავარი პოლიტიკური სამმართველოს განყოფილების მსგავსი ჩინეთის კომპარტიის ცკ–ს განსაკუთრებული კომიტეტი. მის ფუნქციებში შედიოდა პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების დაცვა, სადაზვერვო, დივერსიული და ინფორმაციული საქმიანობა. 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ პარტიული დაზვერვის საფუძველზე შეიქმნა საზოგადოებრივი უშიშროების სამინისტრო, განსაკუთრებულ საკითხთა განყოფილება – საგარეო დაზვერვა (შეხუეიბუ) და სამხედრო დაზვერვა (ცინნ ბაობუ). 50–ანი წლების ნახევარში განსაკუთრებულ საკითხთა განყოფილება გადაკეთდა ცენტრალური კომიტეტის საგამოძიებო ბიუროდ (ჩჟუნიუნ დიაოჩაბუ).
შემდეგ, 80–იანების დასაწყისში მის ბაზაზე იქმნება სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, რომელიც სრულფასოვნად იღებს თავის თავზე საგარეო დაზვერვის ფუნქციებს. დღეისათვის ჩინეთის სპეცსამსახურები შედგება სამი ძირითადი სტრუქტურისაგან: ჩინეთის სახალხო–გამანთავისუფლებელი არმიის დაზვერვის სამსახურები, საზოგადოებრივი უშიშროების სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსგან. თუმცა, მიუხედევად იმისა, რომ ჩინეთის ოფიციალურ სადაზვერვო ორგანოდ ითვლება სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, ჯაშუშური საქმიანობით მის გარდა დაკავებულია სხვა სახელმწიფო ორგანიზაციების უამრავი რაოდენობაც, რომელთაგან ყოველივე ასრულებს სადაზვერვო საქმიანობის თავის მოცულობას. საჯარისო დაზვერვა ჩინეთის სახალხო–გამანთავისუფლებელ არმიაში ორგანიზაციულად გამოიყურება შემდეგნაირად: არმიის გენერალური შტაბის მეორე დეპარტამენტი – აგენტურული დაზვერვა; არმიის გენერალური შტაბის მესამე დეპარტამენტი – რადიოელექტრონული დაზვერვა და არმიის გენერალური შტაბის მეოთხე დეპარტამენტი – აგენტურული რადიოდაზვერვა. არმიის გენერალური პოლიტიკური განყოფილების სტრუქტურაში არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება, რომლის ძირითად ამოცანაში შედის მოწინააღმდეგეს არმიის პროპაგანდა და გახრწნა.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩინეთის არმიის რადიოელექტრონული დაზვერვის განვითარების გასაოცარი დინამიკა, რომლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში გავიდნენ პრინციპულად ახალ დონეზე, რომლებიც შეესაბამება მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურების სტანდარტებს. დასავლური ექსპერტების ინფორმაციით, სტრატეგიული კვლევების Heritage Foundation–ის ინსტიტუტმა აშშ კონგრესისათვის მოამზადა მოხსენება ჩინეთის არმიის სპეციალური დანაყოფების საქმიანობაზე კიბერსივრცეში, რომელიც ამერიკისათვის წარმოადგენს საშიშროებას. ჩინეთის არმიის დანაყოფების მიერ კიბერსივრცეში წარმართულ საბრძოლო მოქმედებებში ანალიტიკოსები გამოყოფენ ორ ძირითად მიმართულებას: აშშ სადაზვერვო გაერთიანებებისა და თავდაცვითი უწყების “შემოწმება გამძლეობაზე” და მოწინავე ტექნოლოგიების ძარცვა.
ჩინეთის არმია წარმატებით იყენებს მის კონტროლის ქვეშ მყოფ კორპორაციების ინტეგრირებას ამერიკის IT-ინდუსტრიაში. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში 3–ჯერ გაიზარდა ჩინელი სამხედროების ქსელური თავდასხმების რაოდენობა ამერიკულ საინფორმაციო–ტელეკომუნიკაციურ ინფრასტრუქტურაზე. ჩინეთის არმიამ ზემოქმედების ძირითად ობიექტად, როგორც ადრე, ამოირჩია აშშ შეიარაღებული ძალების კომპიუტერული სისტემები. მათზე მოდის 80 ათასზე მეტი თავდასხმა, რომლებმაც თავდამსხმელს მისცა საშუალება NIRPN–ეთის ქსელიდან თავის სერვერებზე გადაეგზავნა დახურული ხასიათის 20 ტერაბაიტის მონაცემები, ასევე შეემუშავებინა და დაენერგა მათი მწყობრიდან დისტანციურად გამოყვანის პროგრამული უზრუნველყოფა. აშშ შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ დააფიქსირა საკუთარი ქსელიდან კონფიდენციალური ინფორმაციის არასანქცირებული კოპირება, რომელიც, როგორც Heritage Foundation–ის თანამშრომლები ვარაუდობენ, ინტერნეტიდან განახორციელეს ჩინეთის არმიის სპეციალისტებმა.
კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ძირითადად ჩინეთში განლაგებული ელექტრონული ჯაშუშური ქსელი, რომლებიც მოიპოვებენ მსოფლიოს სამთავრობო დაწესებულებებში განთავსებული კომპიუტერებში არსებულ ინფორმაციას. ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერების სიტყვებით, ვირუს–ჯაშუში მოიპოვებდა 103 ქვეყნის 1295 კომპიუტერის შიგთავსს. ჩინეთის საზოგადოებრივი უშიშროების სამინისტრო, ექსპერტთა დამოწმებით, მკაცრად და საკმაოდ ეფექტურად აკონტროლებს სიტუაციას ქვეყნის შიგნით. ტოტალური ძებნის შექმნილი სისტემა საშუალებას იძლევა გამუდმებითი თვალყურის ქვეშ ჰყავდეთ საზოგადოების ყველა ფენები, მათ შორის მოსახლეობის არასაიმედო ნაწილიც. დისიდენტებთან ბრძოლისა და სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნის პროცესში საზოგადოებრივი უშიშროების სამინისტრო გამოიყენებს სხვადასხვა მეთოდებს. მაგალითად, არალეგალური ანტისამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, რომლებშიც როგორც ფარვანა სინათლეზე მიისწრაფიან პოტენციული შეთქმულები და დისიდენტები. ჩინეთის დაძაბულ რაიონებში, როგორიცაა სინცზიან–უიგურსკის ავტონომიური ოლქი ან ტიბეტი, სამინისტრო გამოიყენებს საბჭოთა სუკ–ის დროინდელ ოპერატიული ღონისძიებების ტრადიციულ სრულ კომპლექსს. მათ შორისაა სამინისტროს კონტროლის ქვეშ შექმნილი ნაციონალისტური ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ უიგურული აჯანყებულების სახელით; ადგილობრივი ავტორიტეტების მოსყიდვა; სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების ერთმანეთზე გადაკიდება; ნებისმიერი უკმაყოფილების გამოვლენის სასტიკი ჩახშობა. განსაკუთრებულად საიდუმლო ოპერაციების ჩასატარებლად სამინისტროში არსებობს ელიტური სპეცრაზმი “შავი ბერეტები”.
მთლიანობაში, ჩინეთის საზოგადოებრივი უშიშროების სამინისტროს მუშაობა საშუალებას აძლევს ქვეყნის ხელმძღვანელობას სტაბილურობის შესანარჩუნებლად სახელმწიფოში. 1983 წელს ჩინეთში შეიქმნა ახალი სპეცსამსახური – სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (გოანბუ). როდესაც 80–ნის შუა წლებში დენ სიაოპინი ირჩევდა ჩინეთის რეფორმების სტრატეგიას, ამ სამინისტროს წიაღში შემუშავებული იყო მოწინავე ტექნოლოგიებისა და ფინანსური რესურსების მოპოვების გლობალური პროგრამა. ეს პროგრამა იმდენად მოეწონა ჩინეთის ლიდერს, რომ მან მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება – ჩინეთში რადიკალური რეფორმების უზრუნველსაყოფად უშიშროების სამინისტროს გამყარება და პრიორიტეტული დაფინანსება.
ამ გადაწყვეტილების შედეგები ჩინეთში ეხლაც კი იგრძნობა. სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩინეთში ითვლება ყველაზე პრესტიჟულ და მაღალანაზღაურებად. დღეს მისი თანამშრომლების რიცხვი დღეისათვის აღემატება 300 ათას ადამიანს. მას გააჩნია კარგად მომზადებული კადრები, აღჭურვილია აშშ, იაპონიის და ევროპის უახლესი ტექნიკური საშუალებებით. ზუსტად ამ სამინისტროზეა დაკისრებული ახალი ტექნოლოგიებისა და ფინანსური სახსრების მოპოვება ჩინეთის ეკონომიკისათვის.
უშიშროების თანამშრომლები დაკავებულები არიან ჩინეთის პოზიციების გამაგრებით ქვეყნისათვის საჭირო რეგიონებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩასატარებლად (როგორც საზღვარგარეთ, ისე ქვეყნის შიგნით) უშიშროების სამინისტროსთან შექმნილია “სახალხო გუშაგისა” და დივერსიული რაზმ “ცზიუი № 5″–ის სამხედრო ნაწილები. ზუსტად უშიშროების სამინისტროში იქნა შემუშავებული სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია აგენტურულ საქმიანობაზე ჩინურ დიასპორებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ სტრატეგიის შესაბამისად ქვეყნის დაზვერვამ მრავალმილიონიანი ჩინური თემების მეშვეობით შეაღწია მრავალი ქვეყნის სახელმწიფო აპარატებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებში, რითაც მიიღო შესაძლებლობა ზემოქმედება მოახდინოს მათ მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე. ექსპერტების მონაცემებით, ჩინეთის უშიშროების სამინისტრო აკონტროლებს ძირითად საინფორმაციო და ფინანსურ შემოდინებებს, ასევე მრავალი დარგის ლეგალურ და არალეგალურ ბიზნესს სამხრეთ–აღმოსავლეთის აზიის ქვეყნებში. ამ სტრატეგიის დამსახურებაა, რომ ჩინეთის დაზვერვა თავისი სიძლიერით მსოფლიოში იკავებს მესამე ადგილს. ჩინეთის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დამყარებული აქვს პარტნიორული ურთიერთობები გერმანიის, ირანის, საფრანგეთის, კუბისა და ისრაელის სპეცსამსახურებთან.
არაბულ ქვეყნებში თავისი ოპერაციების დროს ჩინეთის დაზვერვა ეყრდნობა და ძალისხმევას კოორდინირებას აკეთებს ისრაელის დაზვერვასთან. განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს მისი თანამშრომლობა კუბის დაზვერვასთან, რომელსაც გააჩნია ფართო აგენტურული ქსელი ამერიკის სამხრეთ–დასავლეთისა და დასავლეთ შტატებში და უზიარებს ინფორმაციას ჩინეთის დაზვერვას, რომელიც ისტორიულად დამკვიდრდა აშშ აღმოსავლეთის წყნარი ოკეანის სანაპიროზე. ჩინეთის სპეცსამსახურების მუშაობის განმასხვავებელი ნიშნებია გლობალური, სისტემური მიდგომა, საკვანძო მიმართულებებზე ძალებისა და საშუალებების მასირებული გამოყენება, რეზიდენტურებში უმკაცრესი დისციპლინის დამყარება, იმ ყალებთან თანამშრომლობა, რომელთა ინტერესები მოცემულ ეტაპზე თანხვედრაში მოდის ჩინეთის ინტერესებთან. ჩინეთის დაზვერვა სწრაფად შედის მსოფლიოს დიდი ჯაშუშური ქსელის მქონე სახელმწიფოების რიცხვში, ადვილად ითვისებს რა სადაზვერვო ომების წარმოების თანამედროვე ხერხებს. ისევე, როგრც სხვა სახელმწიფოები, ჩინეთი სპეცოპერაციებს ატარებს მთელს მსოფლიოში და მკვეთრად იბრძვის გავლენის ზონების მოსაპოვებლად. დღეს დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ჩინურმა შპიონაჟმა მოიცვა დედამიწის ნახევარი ტერიტორია. ჩინეთის სპეცსამსახურების მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს რუსეთი. ჩინელები ზედმიწევნით “ნადირობენ” ყველაფერზე, რაც დაკავშირებულია სამხედრო–სამრეწველო კომპლექსთან. თანაც, ჩინეთის ჯაშუშური ქსელი არ კმაყოფილდება მარტო შორეული აღმოსავლეთით და უკვე არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოებას, რომ ამ ქვეყნის დაზვერვა მუშაობს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე.
ჩინეთი ძალზედ დაინტერესებულია რუსული ნავთობით. ჩინეთის დაზვერვის ღონისძიებათა მასშტაბები რუსეთის სათბობ–ენერგეტიკული კომპლექსის სფეროში და ამ სექტორში აქტიურობის ზრდის დინამიკა ისეთია, რომ ნავთობაირის დარგზე უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ როგორც რუსეთის თავდაცვითი მიმართულებების შემდეგ მეორე სტრატეგიულ ინტერესზე ჩინეთის სპეცსამსახურების მხრიდან. ჩინეთის დაზვერვა განსაკუთრებით აქტიურია ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამოძიების ფედერალური ბიუროს ოფიციალური მონაცემების შეფასებისას შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ჩინურმა დაზვერვამ მთლიანად “დატბორა” შეერთებული შტატები. მრავალრიცხოვანი ჩინური დიასპორა, სტუდენტების დიდი რაოდენობა, მეცნიერები ჩინეთიდან და მეწარმეები, რომლებიც აშშ–ი ცხოვრობენ მუდმივად, ძალზედ უადვილებენ მუშაობას ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებს. ჩინელი მზვერავები წარმატებულად ნერგავენ აგენტებს ამერიკული კომპანიების ოფისების პერსონალში, სამხედრო ბაზებში და ეროვნულ ლაბორატორიებში. საინტერესო ცნობების მოსაპოვებლად ჩინური დაზვერვა აქტიურად იყენებს ლეგალურ და ყალბ ფირმებს ამერიკის ტერიტორიაზე: 2002 წელს იქ იყო დარეგისტრირებული 2 ათასზე მეტი ჩინური კომპანია, რომლებიც, როგორც აშშ სპეცსამსახურები ამტკიცებენ, კონტროლირდება ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელი არმიის მიერ, ე.ი. ჩინეთის სამხედრო დაზვერვის მიერ. უს კომერციული დაწესებულებები წარმოადგენენ საკმაოდ ეფექტურ ინსტრუმენტს სამხედრო და ეკონომიკური დაზვერვისათვის; მხოლოდ მათი თანამშრომლების კონტაქტების თვალყურისათვის საჭიროა ძალებისა და საშუალებების იმდენი რაოდენობა, რომ პრაქტიკულად არცერთი ქვეყნის კონტრდაზვერვის სამსახურს ფიზიკურად არ შეუძლია ამის გაკეთება, რათა წინ აღუდგეს ინფორმაციის გაჟონვას.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინურმა დაზვერვამ შეაღწია არამარტო აშშ–სა და რუსეთში, არამედ ევროპაშიც. ჩინეთის ჯაშუშებს პირველ რიგში აინტერესებთ ევროპული კომპანიები, რომლებიც უახლეს ტექნოლოგიებს ამუშავებენ, დაკავებული არიან ტელეკომუნიკაციებით, მედიცინით, ფინანსებით. სამრეწველო და ეკონომიკური შპიონაჟის ზრდა ჩინეთის მხრიდან იწვევს ევროპული ინდუსტრიის სულ უფრო მზარდ შეშფოთებას. თუმცა ევროპული ქვეყნების ხელისუფალნი არ ჩქარობენ ასეთი შემთხვევების გახმაურებას და საკუთარ სპეცსამსახურებს აძლევენ რეკომენდაციას იმოქმედონ მაქსიმალური სიფრთხილით. დასავლეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს ეშინიათ ჩინეთთან მომგებიანი კონტრაქტების საშიშროების ქვეშ დაყენება, კერძოდ, უახლესი სუპერლაინერის А380–ს მიწოდება ჩინეთში, რომელსაც შეუძლია 800 მგზავრის ერთდროულად გადაყვანა. ამიტომაც, როგორც წესი, ჯაშუშური ამბების მიჩუმათებას ამჯობინებენ და ასეთი შემთხვევები იშვიათად ხდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩინელებს ეს კარგად ესმით და ამიტომაც ჩინეთის უშიშროების სამინისტრო სულ უფრო და უფრო თავხედურად იქცევა. ჩინეთის სპეცსამსახურების მუშაობაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს.
ეს რეგიონები მდიდარია იმ ნედლეულით, რომელსაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის წარმოებისათვის. ჩინეთის უშიშროების სამსახურის ერთერთ სტრატეგიულ ამოცანას ნავთობის მარაგების მქონე რეგიონებზე კონტროლის დამყარება წარმოადგენს მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის მოლოდინში. ჩინეთის სპეცსამსახურებისთვის უდიდეს ინტერესს წარმოადგენენ ინდოეთი და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია. ინდოეთი ითვლება ჩინეთის კონკურენტად აზიის კონტინენტზე, სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია კი ტრადიციულად განიხილება ჩინეთის მიერ როგორც პლაცდარმი მისი რეგიონში სტრატეგიული პოზიციების გამყარებისა და გლობალური ლიდერობისათვის მომავალი განვითარებისათვის.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დასავლეთს სულაც არ უხარია პეკინის გავლენის ზრდა, რომელიც საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას წარმართავს. ჩინეთი – პლანეტის ერთერთი რამოდენიმე უბანთაგანია, რომელიც არანაირად არ ექვემდებარება „ახალ მსოფლიო წესრიგს“. აშშ–ს არ შეუძლია უკარნახოს მას თავისი პირობები და ჩინეთმა ეს არაერთხელ დაამტკიცა. ამავე დროს, ჩინეთის მტრები ცდილობენ შექმნან მის ტერიტორიაზე არასტაბილურობის კერები, კერძოდ, ეთნიკური და რელიგიური სეპარატიზმი. დასავლეთის სპეცსამსახურებს არაერთხელ უცდიათ ჩინეთის შიგნიდან „აფეთქება“. თუმცა, ყველა მცდელობა კრახით დამთავრდა. უმეტესწილად იმიტომ, რომ დღეს ჩინეთს შეგვიძლია დავარქვათ ქვეყანა ყველაზე მკაცრი კონტრდაზვერვითი რეჟიმით. აქ დაზვერვის ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად უნდა ავღნიშნოთ ხელისუფლების განსაკუთრებული დამოკიდებულება ინტერნეტზე კონტროლის დაწესებაზე. ჩინეთში, 2006 წლის დასაწყისიდან, მოქმედებს სპეციალური პოლიციური უწყება, რომლის მიზანს ინტერნეტის კონტროლი წარმოადგენს. ინტერნეტ–პოლიციელები ტოტალურად უთვალთვალებენ ფორუმებს და აკონტროლებენ იმას, თუ რა ხდება მათში. ჩინეთის ხელისუფლება ქვეყანაში ინტერნეტის კონტროლის გარდა აგრეთვე მიმართავს მსოფლიო ინტერნეტ–რესურსების მკაცრ ფილტრაციას – მათი უმეტესობა ჩინეთიდან მიუწვდომელია. ეს ყველაფერი წარმოადგენს ჩინეთის ხელმძღვანელობის მუშაობის შედეგს დასავლური გავლენის აღსაკვეთად. არცთუ პატარა დოზით ეს ღონისძიებები განპირობებულია „ფერადი რევოლუციებით“ 2000–2004 წლებში, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.
დღეს ბევრი ექსპერტი პროგნოზირებს ჩინეთის გადაქცევას მსოფლიო არენაზე მთავარ მოთამაშედ. ისეთი ფაქტორები, როგორც ეკონომიკური განვითარების მაღალი ტემპების შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში, სამხედრო საშუალებების გაფართოება, მაღალი ტექნოლოგიების აქტიური დანერგვა და მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში შექმნის ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების სწრაფი განვითარების პირობებს. რა სცენარით წავა ჩინეთის განვითარება, გვიჩვენებს დრო. ბევრ რამეს განსაზღვრავს მოწინავე ქვეყნების საგარეო პოლიტიკა. თუმცა ჩინეთის ბედი უმეტესწილად იქნება დამოკიდებული ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. იმისათვის კი, რომ ეს გადაწყვეტილებები სტრატეგიულად სწორი და მაქსიმალურად ეფექტური იყოს, ჩინეთს გააჩნია მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ეფექტური სპეცსამსახური – ჩინეთის დაზვერვა.
armada.ge