სუპი ღორის ხორცისგან
11:55:29     29-10-2011
მასალა:
ღორის ხორცი - 500 გრ
ხახვი - 1 თავი
სტაფილო - 1 ცალი
გრძელი ბრინჯი - 0.5 კგ
ტომატის პასტა - 2 ს/კ
ნიორი - 2 კბილი
წითელი ღვინო - 1 ს/კ (ან ძმარი)
შავი წიწაკა - გემოვნებით
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
მარილი - გემოვნებით
ქინძი - გემოვნებით
ოხრახუში - გემოვნებით
ხორცი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად,
დავასხათ 2 ლიტრა წყალი, ჩავყაროთ მარილი და ვხარშოთ 40 წუთი. მერე ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა. დავჭრათ ხახვი,
დავჭყლიტოთ ნიორი,
გავხეხოთ სტაფილო და ეს ყველაფერი ვშუშოთ ზეთში 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ვამატებთ ღვინოს და ვურევთ 10 წუთი.
ქვაბიდან ამოვიღოთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა და ჩავყაროთ ჩვენს მიერ ჩაშუშული ბოსტნეული.
ბრინჯი გავრეცხოთ და დავამატოთ სუფში.
ვხარშოთ 15 წუთი.
ჭამის წინ დავაყაროთ ოხრახუში და ქინძი.