მოცხარის მურაბა

  11:50:08     29-10-2011

მასალა:

მოცხარი  - 1 კგ
შაქარი  - 1 კგ
წყალი  - 300 მლ

შაქრისგან და წყლისგან მოვხარშოთ სქელი სიროფი.
მოცხარს მოვაცალოთ ყუნწები და გავრეცხოთ.ჩავყაროთ სიროფში და დავტოვოთ რამოდენიმე საათით.
დავდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ მურაბა, თან ვურიოთ და თან მოვაცალოთ ქაფი.
მოხარშული მურაბა ჩავასხათ სტერილიზებულ ქილებში.