ეგონ შილე და მისი შემოქმედება

  10:57:32     28-10-2011

ეგონ შილე (Egon Schiele, IPA [ˈʃiːlə], დ. 12 ივნისი, 1890 - 31 ოქტომბერი, 1918), ავსტრიელი მხატვარია. გუსტავ კლიმტის პროტეჟე, შილე XX საუკუნის ავსტრიული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი გახდა. შილეს ნამუშევრები გამოირჩევა ფერების ინტენსიურობით და ფორმების მრავალფეროვნებით.

გრეხილი სხეულის ფორმები და ექსპრესიული ხაზები, რომლებიც შილეს ფერწერული ტილოებისა და ნახაზებისთვის არის დამახასიათებელი, მას ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ ადრეულ ფუძემდებელთა შორის მიაკუთვნებს ადგილს, თუმცა, ის ჯერ კიდევ ძლიერ უკავშირდებოდა მოდერნის მიმდინარეობას (იუგენდშტილი). შილეს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია ლეოპოლდის მუზეუმში ინახება, ვენაში.