ქართველი ბალერინა მარიამ ბაუერი
10:56:41     28-10-2011
მარიამ ბენიამინის ასული ბაუერი (დ. 16 მაისი/29 მაისი, 1909, თბილისი ― გ. 6 სექტემბერი, 1995, მოსკოვი, დაკრალულია თბილისში), ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955)...
1923 წელს, თბილისში დაამთავრა მ. პერინის ქორეოგრაფიული სტუდია. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1929-1930 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში. 1930-1960 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1936-1942 წლებში მუშობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1960 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია. ბაუერს ახასიათებდა ექსპრესია, ცეცხლოვანი გრძნობა, მდიდარი ტექნიკა და მიმიკა. შეასრულა პარტიები: გულნარა (პუნის "კორსარი"), ზარემა (ასაფიევის "ბახჩისარაის შადრევანი"), თოჯინა (დელიბის "კოპელია"), ოდეტა (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ტაო-ხოა (გლიერის "წითლი ზვავილი") და სხვა. ბაუერის ნიჭის თავისებურებანი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სახასიათო პარტიებში: ქუჩის მოცეკვავე (მინკუსის "დონ კიხოტი"), ესპანური ცეკვა (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ინდური ცეკვა (თორაძის "გორდა", სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა.