TDI Kriss Super V (აშშ) – პისტოლეტ–ტყვიამფრქვევი

  10:39:10     28-10-2011

Kriss Super V ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი შეიმუშავა კომპანია Transformational Defense Industries (TDI). იარაღის უკუცემა ოპერირებადია და შესაძლებელია შერჩევითი ცეცხლის წარმოება. Kriss Super V იყენებს 45 ACP-იან  და 40 S & W-იან საბრძოლო მასალას. Kriss Super V-ს აქვს სისტემა, რომელიც ავტომატიდან სროლისას საგრძნობლად ამცირებს ლულის ხტუნაობას. ეს სისტემა შთანთქავს და გადაამისამართებს სროლისას წარმოქმნილ ზედმეტ ენერგიას და მიმართავს ქვევით, რაც აუმჯობესებს იარაღის კონტროლს. დეველოპერები აცხადებენ, რომ  ამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სროლისას 60%-ით ნაკლებად იგრძნობა უკუცემა და ლულის დისბალანსი. Kriss-ით შესაძლებელია ცალი ხელით სროლა, ისე რომ სიზუსტე არ იკარგება. ავტომატის მოქმედების ეფექტური სპექტრი დაახლოებით 100 მეტრია. იარაღი ადვილი გამოსაყენებელია საველე პირობებშიც. ცეცხლის რეჟიმები ავტომატს აქვს  ნახევრად ავტომატური და სრული ავტომატური. სელექტორი მდებარეობს ზემო მიმღების შუაში. უსაფრთხოების გადამრთველი ღილაკი ცალკე მდებარეობს, იარაღის ხელისმოსაკიდთან.

ავტომატის კონდახი იკეცება მარჯვენა მხარეს. გასროლილი ვაზნების ამომყრელი ფანჯარაც იარაღის მარჯვენა მხარესაა განთავსებული. Kriss Super V-ი იყენებს   გლოკი 21-ის სტენდარტულ, 13 ვაზნიან მჭიდებს. ავტომატს ასევე უყენდება გაფართოებული მჭიდები, რომლებიც 30 ვაზნას იტევენ.  Kriss-სს მჭიდი სახელურში უკეთდება. იარაღის ზემოთა მხარეს, მთელ სიგრძეზე შესაძლებელია დამაგრდეს სასიგნალო-სასინათლო და ოპტიკური მოწყობილობები. ავტომატის ლულის ქვეშ შესაძლებელია დამონტაჟდეს ლაზერი ან სპეციალური ფარანი.

armada.ge