ქათამი პიკანტურად

  10:11:37     28-10-2011

მასალა: 2 ჩაის კოვზი მდოგვი, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, სამი სუფრის კოვზი კამა, მარილი, შავი პილპილი, 4 ქათმის ბარკალი, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 125 გრამი ვაშლის წვენი, 2 მოზრდილი ვაშლი, სამი სუფრის კოვზი ზეთისხილი (სურვილის მიხედვით).

მოათავსეთ თასში თაფლი, მდოგვი, კამა, მარილი, შავი პილპილი, მცენარეული ზეთი. კარგად აურიეთ მარინადი. ქათმის ბარკლები გაჭერით შუამდე სიგრძეზე, ჩადეთ მარინადში და დატოვეთ. ვაშლს მრგვალად ამოაჭერით გული და 1 სმ. სისქის კუბიკებად დაჭერით. გაწმინდეთ და დაჭერით ხახვი. გაწმინდეთ ნიორი და ისიც პატარა კუბიკებად დაჭერით. აურიეთ წვრილად დაჭრილი კამა, ხახვი, ნიორი და ვაშლი წვენი ერთმანეთში (შეგიძლია დაამატოთ ზეთისხილი). ფორმას წაუსვით ზეთი და დადეთ ვაშლის ნაწილი. შემდეგ ხახვის, ნივრის და კამის ნარევი, დამარინადებული ქათამი და დაფარეთ დარჩენილი კამით. ზემოთ მოათავსეთ დარჩენილი ვაშლი. მზადდება ღუმელში 200 გრადუსამდე ტემპერატურაზე, 45-60 წუთის განმავლობაში.