შემწვარი თევზი პომიდვრით
10:10:00     28-10-2011
მასალა: კალმახის ფილე – 400 გრამი, პომიდორი – 2 ცალი, ნიორი – 2 კბილი, მწვანილი (კამა, ოხრახუში) – თითო-თითო კონა, ყველი – 70 გრამი, ფქვილი – 1 სუფრის კოვზი, მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი თევზის ფილე გავჭრათ ორ ნაწილად, წავუსვათ მარილი და თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ფქვილში. მომზადებული ფილე შევწვათ ზეითუნის ზეთში ორივე მხარეს, ორ-ორი წუთის განმავლობაში. პომიდვრები დავმდუღროთ, გავაცალოთ კანი, გავჭრათ შუაზე და მოვაყაროთ მარილი. შევწვათ ზეთში ორივე მხარეს, დაჭრილ ორ კბილ ნიორთან ერთად. ფორმაში მოვათავსოთ თევზი, მწვანილი და პომიდვრები. ყველი მსხვილ სახეხზე გავხეხოთ და მოვათავსოთ პომიდვრების ზემოდან. მზადდება 160-180 გრადუს ტემპერატურაზე 15-20 წუთის განმავლობაში. მომზადებული კერძი თეფშებზე გავაფორმოთ ცოცხალი მწვანილით.