საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია
11:38:53     27-10-2011
27-28 ოქტომბერს სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერია”-ში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები გლობალური უსაფრთხოების სფეროში არსებულ ახალ გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვის სფეროს რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს განიხილავენ. კონფერენცია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განსახილველად მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. წარმომადგენლობით კონფერენციას საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო წრეების, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ექსპერტები, აგრეთვე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან.
კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ნატო ლისაბონის სამიტიდან ჩიკაგოს სამიტამდე, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივები, შავი ზღვის რეგიონი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემაში, უსაფრთხოების სფეროს გამოწვევები, საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები, სამხედრო განათლება, სამოქალაქო საზოგადოების ხედვა და მისი წვლილი, დემოკრატიული კონტროლი და ISAF-ის მისიის არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
ფორუმის პარალელურად უცხოელ სტუმრებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს კონფერენციის მონაწილეებიც გამართავენ.
10:00 - კონფერენციის გახსნა - გიორგი ბარამიძე, ვიცე-პრემიერი, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი;
(დასაწყისში 10 წუთის განმავლობაში ფოტო და ვიდეო გადაღება დაშვებულია)
10:45 - ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელესტ ვალანდერთან; (შეხვედრის დასაწყისში 3 წუთით დაიშვებიან ოპერატორები)
14:30 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას შეხვედრა ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელესტ ვალანდერთან. (შეხვედრის დასაწყისში 3 წუთით დაიშვებიან ოპერატორები)
შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესისათვის.
mod.gov.ge