სოკო ყველით

  11:27:36     27-10-2011

შამპინიონი – 8-10 ცალი

ყველი (სულგუნი) – 200 გრამი

მწვანილი

გავრეცხოთ და გავასუფთავოთ სოკოები. შემდეგ დავჭრათ მხოლოდ სოკოს ფეხი.

 გაზქურაში, 15 წუთის განმავლობაში, 200-250 გრადუსზე მოვამზადოთ.

დავჭრათ ყველი, არც ისე დიდი ზომის ნაჭრებად, ზემოდან მოვაყაროთ სოკოს და კიდევ 15 წუთის განმავლობაში მივიყვანოთ მზადყოფნამდე. ჩავუმატოთ დაჭრილი მწვანილი. 

 თუ ყველი არც ისე მარილიანია, შეგვიძლია ცოტა მარილიც დავამატოთ.