ინდაურის მწვადი

  11:24:09     27-10-2011

მასალა: ინდაური (ფილე) – 1 კილოგრამი, თეთრი, მშრალი ღვინო – 100 მლ, ქინძი და კამა – თითო–თითო შეკვრა, ხახვი – 2 ცალი, მარილი – გემოვნებით.

ინდაურის ფილე დავჭრათ 40–50 გრამ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, ავაგოთ შამფურებზე და შევწვათ. სუფრაზე მიტანის წინ, შემწვარი ნაჭრები შეგვიძლია დავფაროთ წყლის და თეთრი ღვინის ნარევით (50/50 – ზე პროპორციით). ასევე, მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი, მწვანილი, კამა და ქინძი.