საარტილერიო-სატანკო ჭურვები
11:26:29     26-10-2011
ტანკების განვითარებამ გამოიწვია ისე როგორც მათი ჯავშნის გაძლიერება,ასევე მათი შეტევითი ხარისხის გაუმჯობესება.ჯავშანი ხდებოდა უფრო საიმედო,ხოლო სატანკო ქვემეხები უფრო მძლავრები და მათში იყენებდნენ სულ უფრო ახალი ტიპის ჯავშანგამტან ჭურვებს.
ტანკისთვის ძირითად მოვალეობად ყოველთვის ითვლებოდა მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის განადგურება.თავიდან ჯავშანგამტანი ჭურვები შედგებოდა უბრალო მეტალის ნაჭრისაგან (ბალვანკა), რომელიც გათვალისწინებული იყო მოწინააღმდეგის ტანკის დასაზიანებლად.თანდათან ტანკები ხდებოდნენ სულ უფრო მასიურები,მათი ჯავშნის სისქეც უფრო იმატებდა და საჭირო ხდებოდა ისეთი ჭურვების შექმნა რომლებიც შესძლებდნენ მათ დაზიანება.მეორე მსოფლიო ომის წლებში საგრძნობლად გაიზარდა სატანკო ქვემეხების სიმძლავრეები.თუკი 1939 წელს უმეტეს არმიებში იყენებდნენ 37 და 47 მმ-იან ქვემეხებს,უკვე 1945 წლისათვის მათი ზომები გაიზარდა 88 და122 მმ-მდე.
ქვეკალიბრის ჭურვები:
ომის შემდგომ შემუშავებულ იქნა ახალი კონცეფცია.სპეციალისტებმა დაადგინეს რომ,დიდი სიჩქარით მოძქავი მცირე კალიბრის ჭურვს უფრო მეტი დამანგრეველი ძალა აქვს,ვიდრე მსხვილკალიბრიან ჭურვს.მაგრამ,ჭურვმა რათა განავითაროს მაღალი სიჩქარე, საჭიროა დიდი კალიბრი. და მალევე აღმოაჩინეს ამ პრობლემის გასაღები: დიდი კალიბრის ჭურვს დაუყენეს მცირე ზომის გულა.აქედან გამომდინარე,დიდი კალიბრის ჭურვი ანიჭებდა მცირე ზომის გულას დიდ სისწრაფეს,რისი წაყლობითაც ხდებოდა ჯავშნის გახვრეტა.
ამდაგვარად,კონსტრუქტორებმა უპირატესობა მიანიჭეს კინეტიკურ ენერგიას,და არა აფეთქების ენერგიას,რის შედეგადაც უარი თქვეს ჭურვის თავში ფეთქებადი ნივთიერებების განთავსებაზე.
სატანკო ჭურვის საწყისი საშუალო სიჩქარეა-1600 მეტრი წამში,რაც ორჯერ აღემატება ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის სიჩქარეს.
ჭურვის გულა:
რაც უფრო მძიმეა გულა,მით უფრო ძლიერია მისი დამაზიანებელი ძალა.მეცნიერებმა გააკეთეს შემოთავაზება ფოლადის ნაცვლად გამოეყენებინათ ვოლფრამის გულა,მაგრამ აღმოჩნდა რომ,ჯავშანთან შეჯახებისას იგი კი არ ხვრეტდა მას,არამედ თავად იმსხვრეოდა ნაწილებად და აქეთიქით იფანტებოდა.1970-წლებში საბჭითა კავშირში დაიწყეს,ვოლფრამის,ნიკელისა და სპილენძის შენადნობისაგან დამზადებული გულას გამოყენება,ხოლო აშშ-ში კი გაღარიბებული ურანისაგან.
არსებობს ასევე ჯავშანგამტან-ცეცხლგამჩენი ჭურვები,რომლებშიც გამოიყენება სითბური ენერგია რომელიც აზიანებს ჯავშანს.
გარდა იმისა რომ თავად ურანი არის მყარი მასალა,მას გააჩნია ერთი თვისება,ძლიარი შეკუმშვისას იგი გამოყოფს ენერგიას,რომელიც წარმოადგენს დამატებით საშუალებას ჯავშნის გასახვრეტად.მეორე მხრივ თავად გაღარიბებული ურანი ადამიანის ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს საშიშროებას,და ერაყის ომის შემდეგ წარმოიშვა უამრავი სერიოზული კითხვა,ადამიანზე მისი ნეგატიური ზეგავლენის შესახებ.დაავადდა ერაყში მეომარი სამხედრო კოალიციის უამრავი ჯარისკაცი.
სპეციალური მსხვრევად-ფუგასური ჭურვები:
ზოგიერთ არმიაში ტანკებთან საბრძოლველად აქტიურად იყენებენ სპეციალურ მსხვრევად-ფუგასურ ჭურვებს (დიდ ბრიტანეთში მას უწოდებენ HESH). იდეა მდგომარეობს შემდეგში,ჯავშანთან შეჯახებისას ჭურვის პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერება ეწებება ჯავშანს და შემდეგ ხდება მისი დეტონაცია.აფეთქების დარტყმითი ტალღა გადაეცემა ჯავშნის შიდა ნაწილს,სადაც ხდება ნამსხვრევების გაფანტვა და აზიანებს ეკიპაჟს.
ტანკსაწინააღმდეგო ჭურვები:
ურთიერთჭიდილი,ჯავშნის გაძლიერებისა და მათი განადგურების მეთოდებზე მომუშავე სპეციალისტებს შორის გარდამავალი წარმატებებით დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.ამჟამად ტანკების კონსტრუქტორებმა შეიმუშავეს მრავალშრიანი ჯავშანი,რომელიც საკმაოდ საიმედოდ იცავს ეკიპაჟს და საბრძოლო მანქანას ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების ზემოქმედებებისაგან.ამასთან სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისა და რაკეტების ჯავშანგამტანობის ასამაღლებლად.
armada.ge