ცხვრის ხორცის რაგუ
11:07:12     26-10-2011
მასალა:
500 გრამი ცხვრის ხორცი
1 თავი ხახვი
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
ნახევარი კბილი ნიორი
1-2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
ნახევარი ბოთლი თეთრი ღვინო
1 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი, პილპილი, მწვანილი - გემოვნებით
ცოტა ფქვილი
25 ცალი ზეთისხილი
ხორცი დავჭრათ კუბიკებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მსუბუქად მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დავამატოთ დასრესილი ნიორი. ყველაფერს დავასხათ ღვინო ისე, რომ დაფაროს ხორცი. დავდგათ მაღალ ცეცხლზე, რომ სითხე ცოტა აორთქლდეს. შემდეგ დავამატოთ დარჩენილი ღვინო, ტომატ-პასტა და დაფნის ფოთოლი. თავდახურული ვხარშოთ მზადყოფნამდე დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე მიტანის წინ სოუსს დავამატოთ ფქვილი, ზეთისხილი და გავაჩეროთ 5 წუთი. სუფრაზე შემთბარი ლანგრით მივიტანოთ, რომელსაც წინასწარ შევაზილოთ ნიორი.