ყველაზე ელეგანტური არქიტექტურა
10:43:46     25-10-2011
ბიდერმაიერი ცენტრალურ ევროპაში ლიტერატურის, მუსიკის, მოდის, სახვითი ხელოვნებისა და ინტერიერის დიზაინის ნამუშევრებზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. ტერმინი მომდინარეობს ფსევდონიმ გოტლიბ ბიდერმაიერისგან, რომელსაც სოფლის ექიმი ადოლფ კუსმაული და ვექილი ლუდვიგ აიხროდტი იყენებდნენ პოემებში, რომლებსაც მიუნხენის „ფლიგენდენ ბლეტერნში“ აქვეყნებდნენ.
შუბერტის ადრეული ნაწარმოებები, რომელთა შესრულება ფორტეპიანოზე მნიშვნელოვანი მუსიკალური დახელოვნების გარეშეც შეიძლებოდა, მკაფიო ილუსტრაციაა ამ პერიოდში ხელოვნების უფრო ვრცელ მასებზე გავრცელებისა. უფრო მეტიც, ბიდერმაიერის მწერლები თავად იყვნენ, მეტწილად, საშუალო კლასიდან, განსხვავებით რომანული პერიოდისგან.
ბიდერმაიერის არქიტექტურა გამოირჩევა სიმარტივითა და ელეგანტურობით, როგორც აქვთ აღწერილი იაკობ ფონ ალტსა და კარლ შპიცვეგს საკუთარ ტილოებში. სიმარტივის, მობილურობისა და ფუნქციონალობის შერწყმით ბიდერმაიერმა შექმნა ტენდენციები, რაც განმსაზღვრელი იყო იუგენსტილი/არტ ნუვოს, ბაუჰაუზისა და ზოგადად მე-20 საუკუნის არქიტექტურისთვის.