გრიბოედოვის თეატრში, მიხეილ ტარივერდიევისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

  10:41:25     25-10-2011

დღეს, 25 ოქტომბერს, გრიბოედოვის თეატრში კომპოზიტორ მიხეილ ტარივერდიევისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპოზიტორმა თემურ მაისაშვილმა განუცხადა, საღამოზე ფილმ "ბედის ირონიიდან" სიმღერებს ქართველი მომღერლები შეასრულებენ.

 "მიხეილ ტარივერდიევისადმი მიძღვნილი ღონისძიება პირველად 4 წლის წინ მოეწყო და წელს გრიბოედოვის თეატრში აღვადგენთ. ძალიან საინტერესო საღამო უნდა გამოვიდეს, რომელშიც ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას", - აღნიშნა მაისაშვილმა.

ცნობისთვის, კომპოზიტორ მიხეილ ტარივერდიევისადმი მიძღვნილ საღამოზე ქართველი მომღერლები მერაბ სეფაშვილი, ზურაბ დოიჯაშვილი, ირმა სოხაძე და ვერიკო ტურაშვილი გამოვლენ.

GHN