ბოსტნეულის სალათა სიმინდით

  09:58:51     25-10-2011

მასალა:

კომბოსტო  - 200 გრ
სიმინდის მარცვლები  - 100 გრ (დაკონს.)
კიბორჩხალას ჩხირები  - 100 გრ
მწვანე ხახვი  - 50 გრ
ლიმონის წვენი  - 1 ს/კ
მაიონეზი  - 4 ს/კ
კონა ოხრახუში  - 1/2
ლიმონი  - 1/2
შაქარი  - გემოვნებით
მარილი  - გემოვნებით

დავჭრათ კომბოსტო, სტაფილო და მწვანე ხახვი. კიბორჩხალას ჩხირები დავჭრათ. პროდუქტები შევურიოთ სიმინდის მარცვლებს, მოვაყაროთ მარილი, შაქარი, დავასხათ მაიონეზი, ლიმონის წვენი და კარგად ავურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ სალათა მოვრთოთ მწვანილით.