გარგარის კლაფუტი
09:56:37     25-10-2011
მასალა:
ფქვილი - 100 გრ
შაქარი - 35 გრ
კვერცხი - 1 ცალი
რძე - 100 მლ
გარგარი - 4 ცალი
ვანილი - 5 გრ
დავჭრათ გარგარი დავაყაროთ შაქარი ვანილით და ჩავაწყოთ ფორმებში.
ცომისთვის ავიღოთ 100 გრ ფქვილი, 35 გრ შაქარი, 1 ცალი კვერცხი
და ავთქვიფოთ ყველაფერი. დავამატოთ რძე
და ისევ ავთქვიფოთ.
ჩავასხათ ცომი ფორმებში, სადაც ჩავაწყეთ გარგარი.
გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.
ცომი ამოდის გამოცხობის დროს. როცა გაცივდება ჩავარდება.
როცა გამოცხვება დავაყაროთ შაქრის პუდრა.