შერილ ტვიდი სცენას დაუბრუნდა

  10:08:45     24-10-2011

ბრიტანელმა მომღერალმა შერილ ტვიდმა, ცოტა ხნის წინ, ახალი მუსიკალური ალბომი დაასრულა. ტვიდის ახალ ალბომს ჰქვია „ის ადრე იყო“ და როგორც მუსიკალური კრიტიკოსები ამბობენ, სიმღერების შინაარსობრივი თემატიკა დიდწილად მის ყოფილ მეუღლეს, „ჩელსის“ ფეხბურთელს უკავშირდება.

შერილ ტვიდი, რასაკვირველია, არ არის მადონა და არც ლედი გაგას დონის პოპულარობისათვის მიუღწევია, მაგრამ ბრიტანეთში საკმაოდ პოპულარულ მომღერლად ითვლება და თაყვანისმცემლებიც ბოლო წლებში გვარიანად მოუმრავლდა. მომღერალი, უახლოეს მომავალში, ახალი კონცერტებისთვისაც ემზადება...