„მეფე ლომი“ კვლავ პოპულარულია
10:07:38     24-10-2011
პოპულარული მულტფილმის, „მეფე ლომის" შემოსავალმა, ფაქტობრივად, რეკორდი დაამყარა. გავრცელებული ინფორმაციით, მულტფილმის სტერეოსკოპური ვერსიის წყალობით, კინოსტუდია „უოლტ დისნეის“ ანიმაციური შედევრის საკასო შემოსავალმა 900 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი“ იუწყება, რომ მულტფილმა ამერიკული გაქირავების საკასო ანიმაციური პროექტის სიაში მეორე ადგილი დაიკავა. მის წინ მხოლოდ „შრეკი 2“ იმყოფება. რეიტინგში მესამე ადგილზეა „სათამაშოების ისტორია 3“.