მწვადი ბეკონში

  09:56:37     24-10-2011

მასალა:

ხბოს ხორცი  - 1200 გრ

მარილი  - 1 ჩ/კ

ბეკონი  - 350 გრ

ხახვი  - 2 ცალი

შავი წიწაკა  - 1 ჩ/კ

ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. დავაყაროთ ხახვი , წიწაკა და დავასხათ ლიმონის წვენი. დავდგათ გრილ ადგილას მინიმუმ 12 საათით, რომ ხორცი კარგად დარბილდეს. ბეკონი თხლად დავჭრათ. შევახვიოთ ბეკონის ნაჭრებში ხორცი. ჩამოვაცვათ შამფურზე და შევბრაწოთ ნაკვერჩხალზე.