• თბილისი
  • 13°C
  • 30 მარტი, 2020
article

რუსული ავიაგამანადგურებელი შავ ზღვაში ჩავარდა

რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-27 შავ ზღვაში ჩავარდა. იტყობინება რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ძნელდება ავიაგამანადგურებლის პილოტის ადგილსამყოფელის დადგენა.

მას შემდეგ, რაც ავიაგამანადგურებელი რადარებიდან გაქრა, მითითებული კოორდინატებისკენ სამაშველო ვერტმფრენები გაეშურნენ.

სხვა ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება.


თეგები :