• თბილისი
  • 13°C
  • 04 აპრილი, 2020
article

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა - მონაცემები ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ საიტზე stopcov.ge.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე მეათე პაციენტი გამოჯანმრთელდა და დაძლია COVID19. უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ, მათ შორისაა ამირან გამყრელიძის ვაჟი - ნიკა გამყრელიძე.

ამ დროის მონაცემებით, კარანტინში 4055 პირია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტი იმყოფება.


თეგები :