• თბილისი
  • 13°C
  • 04 აპრილი, 2020
article

ექსკლუზივი: ივანიშვილი ჭორვილაშია გამოკეტილი და თვითიზოლაციაში იმყოფება

ექსკლუზივი: პრესა.ჯიმ გაარკვია რომ ოლიგარქი ივანიშვილი ოჯახთან ერთად სოფელ ჭორვილაშია და თვითიზოლაციაში იმყოფება. ერთერთი ინფორმაციით, ის მშობლიურ სოფელში რამდნეიმე დღის წინ ჩავიდა.

ადგილობრივი პირი, რომელიც ივანიშვილის გარემოცვას კარგად იცნობს, გვიყვება რომ მას განსაკუთრებით ეშინია ვირუსების, რის გამოც ხელისუფლების არაფორმალურმა მმართველმა ყველა სახის შეხვედრა აკრძალა და გარესამყაროსთან კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდა. 

მისი თქმით, ჭორვილაშია ივანიშვილის უფროსი შვილი, უტა ივანიშვილიც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა საფრანგეთიდან, თუმცა, სავალდებულო კარანტინი არ გაიარა. 

ჭორვილაში, ივანიშვილის სახლი კარგად დაცულია. 

სახლს მიწის ქვეშ მთელი აპარტამენტები აქვს, რომელიც არა მხოლოდ ეპიდემიაზე, არამედ, სხვა განსაკუთრებულ შემთხვევებზეცაა გათვლილი. 

ივანიშვილი მომსახურე პერსონალს ტერიტორიის დატოვების ნებას არ აძლევს იმის შიშით რომ "გარეთ" ახალი კორონავირუსით არ დაავადდეს და შემდეგ მას არ გადასდოს. 

მეტიც: ოლიგარქმა, ყველა იმ პირს, რომელიც მას ემსახურება, ახალ კორონავირუსზე ანალიზის ჩატარება მოსთხოვა. 

ხოლო თუ გარესამყაროსთან კონტაქტი მაინც საჭიროა, ყველა ის პირი, რომელიც მის ტერიტორიაზე ხვდება, მკაცრად კონტროლდება. 

ივანიშვილი არ ეკონტაქტება თავის საყვარელ დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილსაც, რომლის სიძეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. 

გავარკვიეთ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება.

ასევე, ივანიშვილი, მომატებული რისკის გამო, არ შეხვდა ჯანდაცვის მინისტრს, მისი ოჯახის სტომატოლოგს, ეკატერინე ტიკარაძესაც, რომლის მთავარი მოვალეობა ახლა არა მინისტრობა, არამედ ისაა რომ ოლიგარქს, ყოველ დღე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, დეტალურად აცნობოს დაავადების დინამიკა.